კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გურჯაანის გამგებელს უჩივის

27 ოქტომბერი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის  გამგებელს შოთა უტიაშვილს უჩივის. უფლებადაცვითი  ორგანიზაციის ინფორმაციით, 2010 წლის 1 სექტემბერს საჯარო ინფორმაციის  მოთხოვნით შოთა უტიაშვილს მიმართეს, რაზედაც პასუხი დღემდე არ მიუღიათ. 

„ინფორმაციის  მოთხოვნის შესახებ განცხადების  წარდგენიდან 2 თვე გავიდა და საჯარო ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია. ამის გამო ადმინისტრაციული  საჩივრით მივმართეთ გურჯაანის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოვითხოვეთ, გამგებლისთვის  ჩვენს მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულება. საკითხი ეხება მეტად მნიშვნელოვან თემას - ადამიანების სიცოცხლის უსაფრთხოებას. ამიტომაც კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას გამოვიყენებთ, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მისაღებად“, - აღნიშნავს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ლია ხუროშვილი.

მისივე  თქმით, ადმინისტრაციული  საჩივრის წარდგენის მიუხედავად, საკრებულოდან ამ დრომდე არ მიუღიათ პასუხი საჩივრის წარმოებაში მიღების ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ. 

უფლებადაცვითი ორგანიზაციის რეგიონული ოფისის ცნობით, ბოლო პერიოდში კახეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ინფორმაციის თავისუფლების ხარისხი მკვეთრად გაუარესდა.

„ადმინისტრაციული ორგანოები ადმინისტრაციულ საჩივრებს რეგისტრაციაშიც კი არ ატარებენ“, - განაცხადეს „ადამიანის უფლებათა ცენტრში“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები