21:14, Friday, 24.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ზაზა ჩაკვეტაძის ადვოკატი ევროსასამართლოს მიმართავს

27.10.2010
„ეროვნული ფორუმის“  წევრის, ზაზა ჩაკვეტაძის ადვოკატი სულხან კაპანაძე აცხადებს, რომ აუცილებლად მიმართავს ევროსასამართლოს, თუ თბილისის სააპელაციო სასამართლო დაპატიმრების ბრძანებას არ გააუქმებს და ჩაკვეტაძეს არ გაათავისუფლებს.

მისი განმარტებით, ჩაკვეტაძის საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და სამართალს მაინც იპოვიან.

სააპელაციო სასამართლოში ჩაკვეტაძის საჩივარი ჯერ არ შესულა. ადვოკატის განმარტებით, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საჩივარზე აუცილებელია  პატიმრის ხელმოწერა. საჩივარი ამჟამად ციხეშია გადაგზავნილი ხელის მოსაწერად, შემდეგ იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში შევა, საიდანაც სააპელაციოში გადაიგზავნება. ამ პროცედურებისთვის ციხის ადმინისტრაციას, ადვოკატის მიერ საჩივრის შეტანიდან ორ დღის ვადა აქვს. სააპელაციო სასამართლოს კი, გადაწყვეტილების მისაღებად საჩივრის შესვლიდან 72-საათიანი ვადა აქვს.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ ჩაკვეტაძის უკანონოდ დააკავეს  და აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების გამოყენებაც უკანონოა.

ჩაკვეტაძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მილერი ხარებავამ შეუფარდა. მას ბრალად პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა ედება, რაც ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ჩაკვეტაძე 21 ოქტომბერს, ლილოს ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს.

ინტერპრესნიუსი
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC