კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგადასახადო ჯარიმებს მოვაჭრეები პროტესტით შეხვდნენ

28 ოქტომბერი, 2010
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„ეს რეკეტია და სხვა არაფერი. საგადასახადო  ინსპექცია ყოველგვარი მიზეზის და დარღვევის გარეშე მოდის და ჯარიმებს გვიწერს. ეს უკვე წესად გადაექცა ამ მთავრობას. იმის მაგივრად, რომ ხელი შეგვიწყოს, გვაწიოკებს. ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში ყოველი დილა მსგავსი სიურპრიზებით იწყება. ამჯერად ფულადი ჯარიმები დაგვაკისრეს და არავინ გვეუბნება, რისთვის. ასე, ნელნელა გვკლავენ, სასუნთქ საშუალებას  გვიკეტავენ“, - ქუთაისის სავაჭრო ცენტრ „გვირაბის“ მოვაჭრეები საგადასახადო ინსპექციის მიერ დაკისრებულ ჯარიმებს აპროტესტებენ.

„სიმართლე გითხრათ, ვერც გავიგეთ, რისთვის დაგვაკისრეს ეს ჯარიმები. ფაქტია, რომ მათ მიზეზი არ აინტერესებთ. გვეუბნებიან, რომ სასაქონლო ზედნადები უნდა წარმოვადგინოთ. საიდან?! ჩვენ ამ საქონელს, რითაც ვვაჭრობთ, ან თბილისის ბაზრობებიდან ვეზიდებით ან ლილოდან. არსად მსგავს დოკუმენტს არ მოგვცემენ, იმიტომ რომ არა აქვთ. ჩვენ ვფიქრობთ, ეს უბრალოდ მიზეზია, რასაც ჯარიმას არქმევენ. ეს ამბავი ცუდად გვენიშნება. ასე იყო ოქროს ბირჟების შემთხვევაშიც. ჯერ ჯარიმებით დაიწყო და საბოლოოდ ყველა მათგანი დაყადაღდა“, - ამბობს ინდმეწარმე ლალი კუპრაშვილი.

საგადასახადო ინსპექციამ ქუთაისში რამდენიმე ე.წ. ოქროს ბირჟა დაახლოებით ერთი წლის წინ დააყადაღა. უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დაყადაღების პროცესი ყოველგვარ კანონმდებლობას გასცდა და ხელისუფლებამ მაშინ მეწარმეთა უფლებები უხეშად დაარღვია.

„ბოლო დროს, ზოგადად, ძალიან გახშირდა მეწარმეთა მომართვები, რაც ძირითადად გამოწვეულია საგადასახადოს მიერ მათზე განხორციელებული დაჯარიმებებით. მეწარმეები უფლებების შელახვაზე ჩივიან და ჩვენგან იურიდიულ დახმარებას ითხოვენ. ქუთაისში ბოლო დროს განხორციელებული დაჯარიმებების შემდეგ დაყადაღდა მათ საკუთრებაში არსებული სარეალიზაციო ნივთები. უნდა აღინიშნოს, რომ საგადასახადოს მხრიდან ადგილი აქვს არასწორ ქმედებას. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმეს სწორად აქვს შევსებული ზედდებული და არ იკვეთება არანაირი დამალული საქონელი, არ უნდა ხდებოდეს იმგვარი საჯარიმო სანქციების გატარება, როგორც ეს ბოლოდროინდელი ფაქტის შემთხვევაში მოხდა. ეს ნიშნავს მეწარმეების საქმიანობაში უხეშ ჩარევას, უფრო მეტიც - მათ დაღუპვას“, - აცხადებდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალიში.

საგადასახადო ორგანოს მხრიდან მეწარმეთა მიმართ უხეშ დამოკიდებულებაზე ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები დღესაც საუბრობენ: „არსებობს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქცია, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ როცა საგადასახადო ინსპექტორი შემოწმების მიზნით აკითხავს მეწარმეს, იგი ვალდებულია წარუდგინოს მას ბრძანება, ასევე, გააცნოს მისი ვინაობა და უპასუხოს მეწარმის ყველა შეკითხვას. ხშირად კი, პირიქით ხდება. საგადასახადო ინსპექტორის მხრიდან ადგილი აქვს უხეშობას და საბოლოო ჯამში, მაინც მეწარმე ზარალდება“.

როგორც ირკვევა, მსგავსი პრობლემები სავაჭრო ცენტრ „გვირაბის“ თანამშრომლებსაც  აწუხებთ. ისინი აცხადებენ, რომ საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლებთან  შეხვედრის მიუხედავად, ვერაფერი გაარკვიეს. მათ მიერ დასმული შეკითხვები: რა თანხით დაჯარიმდნენ მოვაჭრეები; როდის არის ჯარიმის გადახდის ბოლო ვადა ა.შ. შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონულმა ცენტრმა უპასუხოდ დატოვა.

ახალი ამბები