კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფინანსური პოლიცია გესტაპოს მეთოდებით მუშაობს - 100 მოწმე შუაღამისას პოლიციაში იარაღის ძალით მიიყვანეს

28 ოქტომბერი, 2010
მაკა მალაყმაძე, აჭარა

24 ოქტომბერს გვიან ღამით, საქართველოს ფინანსურმა პოლიციამ აჭარის 100 მოქალაქე საცხოვრებელი სახლებიდან აიყვანა. ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებმაც ბოლო 4 თვის განმავლობაში სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი სისტემატურად გადაკვეთა. პოლიცია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს და მათ მოკავშირეებს ეძებდა. საბოლოოდ, 100 მოქალაქიდან, 25 ოქტომბერს 15 დაკავებული თბილისში გადაიყვანეს.

დაკავებული 100 მოქალაქე მოწმის სტატუსით დაიკითხა. მათი დაკითხვა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მოქალაქეები ფაქტს თავიანთ უფლების დარღვევად მიიჩნევენ.
 
ბიჭიკო ჯიჯავაძე: „სახლში შემოვიდნენ და მკითხეს, ბიჭიკო რომელი ხარო და თურქეთში თუ დადიხარო. მე ვუთხარი - ოთხი წელია, რაც დეპორტიანი ვარ და თურქეთში საერთოდ არ გადავსულვარ-მეთქი. ოჯახის ყველა წევრი წამოგვიყვანეს. სტუდენტი გოგო მყავს, ვთხოვე, უნივერსიტეტში გაეშვათ და არ გაუშვეს“.
 
ჟუჟუნა მსხალაძე: „სახლში ვიყავი, როცა მოვიდნენ. მკითხეს თურქული პასპორტი თუ გაქვსო და წამომიყვანეს“.

ინგა სამსონია: „გვისახელებდნენ პიროვნებებს, თუ იცნობთ ამათო. იარაღებით იყვნენ, ჩაგვსვეს მანქანაში და წამოგვიყვანეს. შიშისაგან ძალიან დავიბენით...“

ნაზი კაკაბაძე: „სხვების დაკავება უნდოდათ და ჩვენ ტყუილად დაგვესხენ იარაღებით. ჩვენ რას გვერჩოდნენ?!“

დაკავებული მოქალაქეებთან ერთად, აჭარის ფინანსური პოლიციის შენობის წინ, ის ადვოკატებიც იდგნენ, რომელთა დაცვის ქვეშ მყოფები შენობაში იკითხებოდნენ. თუმცა, ადვოკატები დაკითხვაზე არ შეუშვეს.

ერთ-ერთი მათგანი იყო იურისტი ნინო გაბაიძეც: „ჯერ არ შევსულვარ. მერე გამომძიებელი, ალბათ, მიმიღებს“.

დაკავებულთა ნაწილი საცხოვრებელ სახლებში თითქმის ერთდროულად, კვირას, ღამის 3-ის ნახევრიდან 3 საათამდე აიყვანეს. პოლიციამ, ძირითადად, ის ადამიანები დააკავა, რომლებსაც თურქეთში გასაყიდად სიგარეტი და საკვები პროდუქტები გადაჰქონდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ასამდე მოქალაქის თითქმის ერთდროული დაკავების ოპერაცია ფინანსური პოლიციის თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა განახორციელეს. მომხდართან დაკავშირებით უწყებაში კომენტარი არ გაკეთებულა.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქის „მოწმის სტატუსით“ მიყვანა პოლიციაში ექსპრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა იყო. რეალურად კი ეს იყო მოქალაქეები დაკავება კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გვერდის ავლით. როგორც ჩანს, სამართალდამცველი ორგანოები ახლაც ამ მეთოდებს მიმართავეენ, რაც ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე უხეში დარღვევაა. თუკი დაკავების საფუძველი და ორდერი არ არსებობს, მოქალაქეთა სახლებში შუაღამისას იარაღის ძალით შევარდნა და მათი პოლიციაში წაყვანა მხოლოდ ფაშისტური „გესტაპოს“ ან ბოლშევიკური „კაგებეს“ მუშაობის მეთოდებს შეიძლება შევადაროთ.

ახალი ამბები