კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დამსაქმებელს დასაქმებულის უმიზეზოდ გათავისუფლების უფლება არ აქვს

28 ოქტომბერი, 2010
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელს დასაქმებულის უმიზეზოდ გათავისუფლების უფლება არ აქვს. იურისტების განმარტებით, კანონით, უზენაესი სასამართლოს თავისი პრაქტიკის დადგენის საშუალება აქვს. როცა უზენაესი სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რაიონულმა სასამართლოებმაც ამ გადაწყვეტილების მიხედვით უნდა განიხილონ საქმეები.

 „იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ევროპის სოციალურ ქარტიას არის მიერთებული, რომლის 24 „ა“ პუნქტი მხარეებს ავალდებულებს აღიარონ მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2010 წლის 28 აპრილს მიუთითა, რომ მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი არ შეიძლება განიმარტოს, როგორც დამქირავებლის ცალმხრივი უფლება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გაათავისუფლოს დასაქმებული“, - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ ვანიშვილმა.

მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებულს თამამად შეუძლია სასამართლოში იდავოს და შრომითი ხელშეკრულების აღდგენა და მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს. ასევე, შეუძლია უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის, დამქირავებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმეც აღძრას.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები