08:35, Thursday, 23.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

2010 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსში“ (CPI) საქართველომ 68-ე ადგილი დაიკავა

28.10.2010
2010 წლის 26 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველომ 178 ქვეყანას შორის 68-ე ადგილი დაიკავა.

„კორუფციის აღქმის ინდექსი“ შიდა პოლიტიკურ და საჯარო სექტორში არსებული კორუფციის საზომია. საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან  3.8 ქულა მიიღო.

გასულ წელს, საქართველომ 4.1 ქულით 66-ე ადგილი დაიკავა. თუმცა, 2009 წელთან შედარებით, საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა.

„საქართველოს ინდექსი ცხადყოფს, რომ კორუფცია ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი და კვლავ რჩება პრობლემად, რომელიც მოგვარებას საჭიროებს“, - აღნიშნავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მატიას ჰუტერი.

„სასამართლო სისტემაში რეფორმის გადაუდებელი აუცილებლობა, კერძო საკუთრების უფლების დაცვა, სახელმწიფო ხარჯების (პრეზიდენტის, თბილისის მერისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების) გაჭვირვალობის ნაკლებობა,  ელიტური კორუფცია მაღალ ეშელონებში, გაურკვევლობა მედიის მფლობელობისა და დაფინანასების საკითხებში, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების საჯარო პოლიტიკის წარმოებაში ჩართულობის დაბალი დონე - ეს იმ საკითხების ნუსხაა, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ პრობლემურად რჩება. მეორე მხრივ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იმედს ამყარებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა, რომელიც დეკემბერში ამოქმედდება, მრავალ პრობლემას გადაჭრის ამ სფეროში და სახელმწიფო კონტრაქტებს უფრო გამჭვირვალეს გახდის“, - აცხადებს მატიას ჰუტერი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიესალმება, რომ რამდენიმე შემთხვევაში, კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიება მაღალი რანგის თანამდებობის პირთა მიმართ განხორციელდა.

„კორუფციის აღქმის ინდექსი“ აჩვენებს, რომ საქართველოს კორუფციის აღქმის უფრო დაბალი დონე აქვს, ვიდრე მის მეზობელ სახელმწიფოებს, თურქეთის გამოკლებით, რომელიც 4,4 ქულით 56-ე ადგილზეა. სომხეთის ინდექსი 2,6 ქულას შეადგენს და ეს ქვეყანა 123–ე ადგილზეა; აზერბაიჯანი 134–ე ადგილზეა 2,4 ქულით, ხოლო რუსეთი 2,1 ქულით 154–ე ადგილზეა. 

წლევანდელ რანგირებაში უმაღლესი ქულები მიიღეს დანიამ, ახალმა ზელანდიამ და სინგაპურმა (9,3 ქულა), ფინეთმა და შვედეთმა (9,2 ქულა). მათ მოჰყვება კანადა (8,9 ქულა), ნიდერლანდები (8,8 ქულა), ავსტრალია და შვეიცარია (8,7 ქულა) და ნორვეგია (8,6 ქულა). ბოლო ადგილი სომალიმ (1,1 ქულა) დაიკავა, რომელიც ოდნავ ჩამორჩება მიანმარსა და ავღანეთს ( 1,4 ქულა) და ერაყს (1,5 ქულა). 

„კორუფციის აღქმის ინდექსს“ (CPI) ყოველწლიურად შეიმუშავებს და აქვეყნებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სათავო ოფისი ბერლინში. ინდექსი ეყრდნობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და საკონსულტაციო ჯგუფის კვლევებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC