კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარის ძმას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

28 ოქტომბერი, 2010
სალომე აჩბა

„ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის ძმას, ვახტანგ სუბელიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 201-ე მუხლით 28 ოქტომბერს ღამით  01:00 საათზე  წაუყენეს. ეს მუხლი 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუბელიანის გარდა, დაკავებულია  ნავთობპროდუქტებში მოქმედი კომპანიის,  შპს „ამოს“ კიდევ რამდენიმე თანამშრომელი. მათ ბრალად ყალბი ანგარიშფაქტურების დამზადება წაუყენეს.

პროკურატურა საუბრობს „მილიონობით ლარის ზარალზე“, რაც თითქოსდა სახელმწიფოს მიადგა. ვახტანგ სუბელიანისთვის წაყენებული ბრალდება შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუბელიანის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, დაკავებულს არანირი კავშირი არა აქვს აღნიშნულ საქმესთან. „სუბელიანს გაუგებარი ბრალდება წაუყენეს. ვახტანგს კომპანიაში არ ეკავა ის თანამდებობა, რაც კავშირში იქნებოდა ანგარიშ-ფაქტურებთან. მან არ იცოდა ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და ამ დოკუმენტებთან არანაირი შეხება არ ჰქონდა“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ და აღნიშნა, რომ სუბელიანი შპს „ამოში“ მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა.

ამასობაში, შსს-მ ვახტანგ სუბელიანის წინააღმდეგ მტკიცებულებების სახით, ფარული სატელეფონი ჩანაწერი გაავრცელა. მასში სუბელიანი შპს „ამოს“ დირექტორის მოადგილეს ვაჟა ლეკიშვილს ესაუბრება. შსს-ს მტკიცებით, ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ მასთან ბენზინის თაობაზე კლიენტები მივიდნენ და დოკუმეტებში ნაკლები ღირებულება უნდა ჩაუწეროს. ასევე გავრცელდა ერთ-ერთი დაზარალებულის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ სუბელიანმა დოკუმენტებში იმაზე ნაკლები  თანხა ჩაუწერა, ვიდრე მან ბენზინში გადაიხადა.

ვახტანგ სუბელიანის გარდა, აღნიშნულ ფაქტზე შპს „ამოს“ კიდევ რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს. თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, შპს „ამოს“ ბუღალტერი და დირექტორი მალევე გაათავისუფლეს.

როგორც საინფორმაციო სააგნეტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება, ამჟამად შპს „ამო“ დაკეტილია და იქ დაცვაც კი აღარ იმყოფება.

ოპოზიციის დიდი ნაწილი ვახტანგ სუბელიანის დაკავებას სოზარ სუბარის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ იგი, ფაქტობრივად, პოლიტიკური პატიმარია.


ახალი ამბები