კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო

29 ოქტომბერი, 2010
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო.

ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლება სიცოცხლის უფლების დარღვევაში დაადანაშაულა და განმცხადებლების სასარგებლოდ 12 000 ევრო დააკისრა.

ცოლ-ქმრის, ხაინდრავა-ძამაშვილის საქმე ევროსასამართლოში ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა გააგზავნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხატიაშვილმა განუცხადა, ევროსასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც კონვენციის მეორე მუხლის, ადამიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის დარღვევა აღიარა.

ხატიაშვილის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ ევროსასამართლოს მანამდე მიუღია.

ხატიაშვილის განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ გირგვლიანის, ვაზაგაშვილის და სხვა სიცოცხლის უფლებადარღვეულების მიმართაც, ევროსასამართლო ხელისუფლებას გაამტყუნებს.

საუბარია მარტვილში, 1997 წელს ხაინდრავების ოჯახზე მომხდარ თავდასხმაზე. თავდამსხმელები ოჯახის უფროსს სასტიკად გაუსწორდნენ. სამმა პირმა იარაღის კონდახით და წიხლებით ისე სცემა ხაინდრავა, რომ ის სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. მეორე დღეს ოჯახმა პოლიციაში განცხადება შეიტანა, მაგრამ ამას ძალოვნებისგან რეაგირება არ მოჰყოლია. ხაინდრავამ თავად დაიწყო დამნაშავეების დადგენა. 2 თავდამსხმელი მოძებნა, ისინი განაიარაღა და თავის სახლში გამოკეტა. სახლში რაიონის პროკურორი და მისი მოადგილეც მოიწვია. მათი თანდასწრებით, ორივემ თავდასხმა აღიარა, მესამე თანამონაწილეც დაასახელეს და განაცხადეს, რომ ხაინდრავებზე თავდასხმა ამავე რაიონის ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა დაუკვეთა.

ამის მიუხედავად, პროკურორებს რეაგირება არ მოუხდენიათ, გამოძიება კი არაეფექტურად წარიმართა. შემდეგ, საქმე ევროსასამართლოში გაიგზავნა. საქართველოს ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდის სამ თვიანი ვადა აქვს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები