კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული პარტიის“ ოფისის გაუჩინარებული თანამშრომლები დაკავებულები აღმოჩნდნენ

1 ნოემბერი, 2010
30 ოქტომბერს „ქართული პარტიის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კოკა გუნცაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტორგანიზაციის ოფისის თანამშრომლები - ვასილ ჯავახიშვილი და იმედა სისაური უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ. კუნცაძემ თანამშრომლების ადგილსამყოფელის დადგენა საპატრულო პოლიციასა და სახალხო დამცველს თხოვა.

„ქართული პარტიის“ ოფისის გაუჩინარებული თანამშრომლები დაკავებულები აღმოჩნდნენ. შსს-ს თანამშრომლებმა იმედა სისაური და ვასილ ჯავახიშვილი აფეთქების დაგეგმვის გამო, თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ხელყუმბარებით შეიარაღებულები მიემართებოდნენ არგოს ქუჩა #18-ში, სადაც მორიგი დანაშაულის ჩადენას გეგმავდნენ. მანამდე - 13 აგვისტოს და 14 სექტემბერს არგოს ქუჩა 18-ში მდებარე გურამ ჟორჟოლიანის საცხოვრებელი სახლის ეზოში აფეთქება მოხდა.

გამოძიების შედეგად, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1969 წელს დაბადებული ვასილ ჯავახიშვილი და მისი თანამზრახველი, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი 1979 წელს დაბადებული იმედა სისაური, რომელთაც „ერგედე-5“ და „ეფ-1“ ტიპის ხელყუმბარები აღმოაჩნდათ. იმედა სისაურის ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ავტომატის და პისტოლეტის მჭიდები და სამბრძოლო მასალა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი და მეორე და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით.

შსს-ს ცნობით, დაკავებულები აღიარებენ დანაშაულს. სამინისტრომ ასევე გაავრცელა ვასილ ჯავახიშვილის აღიარებითი ჩვენებაც, რომელშიც ის აცხადებს, რომ ჟორჟოლიანს ვალი ჰქონდა და დაშინების გზით, ვალის ამოღებას ცდილობდნენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები