კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოხუმის რეჟიმი ქართული მხარისგან ეჭვმიტანილი აფხაზის გადაცემას ითხოვს

4 ნოემბერი, 2010
სოხუმის რეჟიმი ქართული მხარისგან ეჭვმიტანილი აფხაზის – არკადი ქაცაბავას გადაცემას  ითხოვს . ამის შესახებ გალის რაიონში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა რუსლან ქიშმარიამ „აპსნი პრესში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ქიშმარიას თქმით, 24 წლის არკადი ქაჩაბავა ოჩამჩირეში მომხდარ ყაჩაღობაში მონაწილეობდა, რომლის დროსაც ადამიანი დაიღუპა, თავად ქაჩაბავა კი დაიჭრა და აფხაზ სამართალდამცველებს ემალება. მისივე ინფორმაციით, ამჟამად ქაჩაბავა ზუგდიდის საავადმყოფოში მკურნალობს და მას ქართული სპეცსამსახურები იცავენ.
რუსლან ქიშმარიამ ასევე განაცხადა, რომ ქართულ მხარეს უკანონოდ ჰყავს დაკავებული „აფხაზეთის მოქალაქე“ ნუგზარ ფარფალია, რომელმაც ე.წ. საზღვარი ნათესავების მონხულების მიზნით გადაკვეთა.

„ფარფალია ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს და ნარკოტიკების გავრცელებაში დაადანაშაულეს“, - განაცხადა ქიშმარიამ.

პრობლემის მოგვარების გზად ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მკაცრ დემარკაციას ასახელებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები