კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უოლტერ რასელ მიდი: „საქართველოს მიერ ჩრდილოეთ კავკასიელთათვის უვიზო რეჟიმის შემოღებამ აშშ სერიოზულად შეაშფოთა“

5 ნოემბერი, 2010
აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსი, ექსპერტი უოლტერ რასელ მიდი საქართველოს ხელისუფლებას ჩრდილოეთ კავკასიელი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების გამო მკაცრად აკრიტიკებს და ირწმუნება, რომ ამ ნაბიჯმა არა მარტო რუსეთი განარისხა, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებიც სერიოზულად შეაშფოთა.

„ამ ნაბიჯმა განარისხა რუსეთი და სერიოზულად შეაშფოთა შეერთებული შტატები, რომელსაც არ სურს, საქართველომ რუსი დათვი გააღიზიანოს. შეერთებული შტატები ამ იდეას დაჟინებით აპროტესტებს, რადგან ისლამისტი მებრძოლები თავისუფლად გადმოკვეთენ საქართველოს საზღვარს და იხეტიალებენ ქვეყანაში, რომელშიც მრავლად არიან აშშ-ის მშვიდობის კორპუსის მოხალისეები, დიპლომატები და სხვა პერსონალი“, - აცხადებს მიდი, რომლის პოზიცია American Interest-ზე გამოქვეყნდა.

ამასთან, ამერიკელი ანალიტიკოსის მონაცემებით, საქართველოს ხელისუფლების ამ ნაბიჯმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსაც მიაყენა დარტყმა.

„საქართველო იმედოვნებს, რომ იმ ქართველებისთვის, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობენ ან მოგზაურობენ, შეზღუდვებს გააიოლებს, მაგრამ საქმე წინ ვერ წავა, თუ ქვეყანა უსაფრთხოების ისეთი სერიოზული პრობლემისადმი, როგორიც საზღვრებია, ამგვარ უდარდელობას კვლავაც გამოიჩენს“, - წერს მიდი.

გარდა ამისა, მისივე აზრით, „ეს გადაწყვეტილება იმ უცხოელ ინვესტორებსაც შეაფერხებს, რომელთა შემოტყუება საქართველოს ასე ძალიან სურს“.

„როგორც დავადგინე, საქართველოს ამ ნაბიჯის გადადგმამდე კონსულტაციები არც ევროპელებთან, არც ამერიკელებთან და საერთოდ არავისთან გაუვლია, რამაც კიდევ ერთხელ განამტკიცა ის მოსაზრება, რომ საქართველოს ფიცხი ხელისუფლება არაპროგნოზირებადი და იმპულსურია. საქართველომ უნდა გააკეთოს ის მძიმე და სასტიკი დასკვნა, რომლის თანახმად, ნატო-ს ევროპელი წევრები წინდაუხედავ და თავნება საქართველოს ალიანსში არ მიიღებენ. არსებობს თითქმის ნულოვანი პერსპექტივა იმისა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ნატო-ში გაწევრიანდება და კიდევ უფრო მცირე პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მიწის დიდი ნაწილის ოკუპაცია ახლო მომავალში დასრულდება. ამ ფაქტების გათვალისწინებით, ქართველების რისხვა და შიში ბუნებრივი და გასაგებია, მაგრამ იმპულსური ნაბიჯები საქართველოს ცუდ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს, შესაძლოა, კატასტროფულადაც კი“, - აცხადებს ამერიკელი ექსპერტი და დასძენს, რომ „ქვეყნისთვის ამაზე დიდი ზიანის მიყენება საქართველოს ყველაზე საშინელ მტერსაც კი არ შეეძლო“.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები