კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამირან იობაშვილის ოჯახის წევრებზე კრიმინალურ თავდასხმას „ქართული პარტია“ პოლიტიკას უკავშირებს

5 ნოემბერი, 2010

„ქართული პარტიის“ წევრის, ამირან იობაშვილის ოჯახის წევრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამირან იობაშვილმა განუცხადა, მის ვაჟს, კოკა იობაშვილს ცეცხლნასროლი ჭრილობა ბარძაყისა და წვივის არეში აქვს მიყენებული, ხოლო ანი კიკნაძე ტერფის არეშია დაჭრილი. მათ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდებათ.

შემთხვევა 4 ნოემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე, პეკინის გამზრის #17-ში, სავალუტო ჯიხურთან მოხდა, სადაც ამირან იობაშვილის ვაჟი და რძალი კოკა იობაშვილი და ანი კიკნაძე მუშაობენ. ამირან იობაშვილის თქმით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მაშინ მოხდა, როცა მისი შვილი და რძალი ჯიხურიდან გამოდიოდნენ.

იობაშვილი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. მისი განცხადებით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, როდესაც თავად ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი იყო, მას 8 პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ჯიხური კი, სადაც მისი ვაჟი და რძალი მუშაობენ, დაახლოებით ორი კვირის წინ, ღამით გაქურდეს, რასაც ამირან იობაშვილი შემთხვევითობას არ უკავშირებს. „პეკინზე უამრავი ჯიხურია და რაღა მაინც და მაინც ამ ჯიხურს მიადგნენ?!“ - ამბობს ამირან იობაშვილი.

კობა იობაშვილისა და მისი მეუღლის დაჭრის ფაქტს, „ქართული პარტიის“ ლიდერებიც პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ. როგორც სპეციალურად მოწვეულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა, დაზარალებულები მათი თანაპარტიელის, ამირან იობაშვილის ოჯახის წევრები არიან და მომხდარი ფაქტი სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღებას არ უკავშირდება. სუბარის თქმით, ხელისუფლება მსგავსი მეთოდებით განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირებისთვის ანგარიშსწორებას ცდილობს.

„ქართულ პარტიაში“ ისიც აღნიშნეს, რომ იობაშვილზე ზეწოლის ფაქტი პირველი არ არის. კერძოდ, ადრე იობაშვილის კუთვნილი სავალუტო ჯიხური დაარბიეს, ორი თვის წინ კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს.

სოზარ სუბარის თქმით, თუ ხელისუფლება მსგავსი მეთოდებით გააგრძელებს პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებას, მისი აღსასრული უახლოეს პერიოდში გარდაუვალი იქნება. სუბარმა ორი დღის წინ, ტელეკომპანია „მაესტროს“ ოპერატორისა და სცენარისტის ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებაც განაცხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ქმედება ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები