გაუჩინარებული აფხაზი მოქალაქე კვლავ არსად ჩანს
8 ნოემბერი, 2010
2 ნოემბერს ოკუპირებულ გალში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა .
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა დროზე ადრე დასრულდა და ვერცერთ წინასწარ დაგეგმილ საკითხზე საუბარი ვერ მოხერხდა.
ერთადერთი საკითხი, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს, გაუჩინარებული აფხაზის - გარი ჯოპუას თემა იყო. როგორც შოთა უტიაშვილი ამბობს, ეს არის ეთნიკურად აფხაზი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან ოქტომბერში გაუჩინარდა და სხვა დეტალები მისთვის უცნობია. მისი ცნობით, შეხვედრის დროზე ადრე შეწყვეტის გამო, ამ საკითხზე დამატებითი დეტალების გარკვევა ვერ მოხერხდა.
უტიაშვილმა არ დააზუსტა, თუ რა გახდა შეხვედრის დროზე ადრე შეწყვეტის მიზეზი.
ინტერპრესნიუსი
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023