კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

20 პატიმარი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდა

8 ნოემბერი, 2010
პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოებმა, ზეპირი მოსმენის შემდეგ, 20 მსჯავრდებულის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცნობით, მათ შორის ორი ქალი და ორი არასრულწლოვანია.

დასავლეთ საქართველოს საბჭომ - ოთხი, აღმოსავლეთის საბჭომ - 16, მათ შორის ორი ქალი, არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საკითხების განმხილველმა საბჭომ კი, ვადაზე ადრე, ორი მსჯავრდებული გაათავისუფლა.

საბჭოები მსჯავრდებულთა ვადამდე გათავისუფლების განცხადებებზე ყოველი თვის ბოლოს იმსჯელებენ, შემდეგ ზეპირი მოსმენა გაიმართება, რომელსაც მსჯავრდებული და ადვოკატი დაესწრება.

საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია, პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს.

პატიმრობის ახალი კოდექსის თანახმად, შექმნილია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით და ერთი კონკრეტულად არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საკითხების განმხილველი საბჭო.

ხუთწევრიანი საბჭოები დაკომპლექტებულია სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლებით.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები