კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკომიგრანტები დახმარებას ითხოვენ

8 ნოემბერი, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ინფორმაცით, საქართველოში ეკომიგრანტების რაოდენობა 100-120 ათასის ფარგლებში მერყეობს. სტატისტიკური მონაცემებით, 2004 - 2010 წლებში სახელმწიფომ მხოლოდ 838 ოჯახის გასახლება უზრუნველყო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციებს, რომლის მიხედვითაც, სტიქიით დაზარალებული რეგიონებიდან სხვა საცხოვრებელ ადგილზე გადასახლებული ეკომიგრანტები ნორმალურ პირობებში ცხოვრობენ. სინამდვილეში, მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია.

ივანაძეების 9 სულიანი ოჯახი, აჭარიდან, ახმეტის რაიონის სოფელ ქორეთში 6 წლის წინ ჩაასახლეს. სახლი, რომელშიც ივანაძეები ცხოვრობენ, ავარიულია. ერთ ოთახში იატაკი ჩანგრეულია, დანარჩენ ორ ოთახშიც დაზიანებული და რომ არ ჩაინგრეს, ფიცრებითა და მავთულებით არის დამაგრებული. წვიმის დროს ოთახებში წყალი ჩადის. ივანაძეებს საკმარისი საწოლებიც არ აქვთ, 4 საწოლში 9 ადამიანს სძინავს. ამასთან, ივანაძეების 9 სულიანი ოჯახი სოციალური დახმარების გარეშეა დარჩენილი. იამზე ივანაძის თქმით, ოჯახს დახმარება მეშვიდე ბავშვის დაბადების შემდეგ მოეხსნა.

„სამი თვეა სოციალური დახმარება აღარ გვეძლევა. მანამდე 200 ლარს ვიღებდით. თვეში 3 ტომარა მარტო ფქვილი გვჭირდება. ეხლა პურიც აღარ გვაქვს და გაუსაძლის პირობებში ვართ“, - ამბობს იამზე ივანაძე.

ივანაძეების ოჯახში 5 ბავშვი სასკოლო ასაკისაა, მაგრამ სკოლაში ვერ დადიან. იამზე ივანაძის თქმით, სკოლა მეზობელ სოფელშია, 5 კილომტრის მოშორებით და ბავშვებს სიარული უჭირთ.

„ერთი ავტობუსის დანიშვნას ვითხოვდით, რომ ბავშვები სკოლაში ეტარებინა, მაგრამ ისიც არ დანიშნეს. 5 კილომეტრს ბავშვი ფეხით რომ გაივლის, იმას სწავლის თავიღა ექნება? თან მეცხვარეები არიან გზაზე და იმხელა ძაღლები ჰყავთ, გვეშინია ბავშვების სკოლაში გაშვება. არც წიგნები აქვთ. წელს მივიყვანე ბავშვი პირველ კლასში და სახელმძღვანელოები არ მისცეს. დანარჩენ ბავშვებს კიდევ შეცდომით მისცეს წიგნები და უკან დავაბრუნე. არც კალმები და რვეულები აქვთ. წერა-კითხვა არ იციან ბავშვებმა,“ - აღნიშნა იამზე ივანაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი პირობები არ გაუმჯობესდა, ეკომიგრანტების ოჯახი ისევ აჭარაში დაბრუნებას გეგმავს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ივანაძეების ბინას სიცოცხლისათვის საშიშად არ მიიჩნევს. კობა მაისურაძის თქმით, არც ივანაძეები და არც ეკომიგრანტების რომელიმე სხვა ოჯახი ისეთ სახლში არ ცხოვრობს, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის განყოფილებაში ივანაძეების ოჯახთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს.

ეკომიგრანტების რამდენიმე ოჯახი მძიმე პირობებში ცხოვრობს საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოშიც. „აქ ძლიერი ქარი იცის. ჩვენი სახლიც ქარმა დააზიანა. სახურავი მოხადა და ოთახებში წყალი ჩამოდის. მხოლოდ ერთ ოთახში არ ჩამოდის წყალი და ყველა იმ ოთახში ვართ. როცა წვიმს, გვეშინია, რომ სახლი არ დაინგრეს და შიგ არ მოვყვეთ. მე ამ სახურავს ვერ შევაკეთებ. საშუალება არ მაქვს. გამგეობას დახმარებისთვის ბევრჯერ მივმართე, მაგრამ გამგებელმა მითხრა, ფული არ გვაქვს და ვერ დაგეხმარებითო. მოხუც დედასთან და ავადმყოფ შვილთან ერთად ვცხოვრობ. ჩვენი შემოსავალი დედაჩემის პენსიაა. სოციალურ დახმარებასაც არ გვაძლევენ,“ - გვითხრა რიტა გოგნიაშვილმა.

ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანსა და ფონაში მცხოვრები ეკომიგრანტებიც. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ, მათთვის საცხოვრებლად გადაცემული სახლები დაზიანებულია.

მანანა კალაძე, ეკომიგრანტი: „სახურავი ჩამტვრეულია, წვიმის დროს სახლში წყალი ჩამოდის. კედლები დაბზარულია და ინგრევა. ქარის დროს ღამეს მეზობელთან ვათევთ, რომ აქ ნანგრევებში არ მოვყვეთ. არანაირი საშუალება არ მაქვს, რომ სახლი გავამაგრო. ისე გვიჭირს, თავს ძლივს ვირჩენთ“.

ეთერ სურმანიძე, ეკომიგრანტი: „როცა წვიმს, სახლში ქოლგებით ვზივართ. წვიმს თუ არ წვიმს, პირველ სართულზე მაინც წყალი დგას. ბინა ძალიან ნესტიანია და ამოშრობას ვერ ვახერხებთ. სინესტისგან სახლის კედლები ინგრევა. დახმარებისათვის ლაგოდეხის რაიონის გამგეობას არაერთხელ მივაკითხე, განცხადებაც დავწერე, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. გამგეობაში სხვებიც იყვნენ, მაგრამ პასუხი არც მათ აღირსეს“.

დიმიტრი ლოლაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი: „ეგ სახლები ჩვენ არ მიგვიცია და ვინც მისცა, პასუხიც იმ უწყებას მოსთხოვონ“.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფონაში იმყოფებოდა. ფონაში მინისტრის ჩასვლის შესახებ ეკომიგრანტები, ბერიძეების ოჯახის წევრების გარდა, რომლებმაც მინისტრს უმასპინძლეს, ინფორმირებულები არ იყვნენ. სანამ მინისტრი სოფელს დატოვებდა, ეკომიგრანტებმა მასთან შეხვედრა სცადეს, თუმცა სოფლის რწმუნებულის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა, ისინი მინისტრთან არ მიუშვეს.

ახალი ამბები