17:12, Wednesday, 16.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ვარძელაშვილს მანქანა დანით დაუსერეს

09.11.2010

საბა წიწიკაშვილი, გორი

ვინ არის ის ადამიანი, ვინც ვარძელაშვილის სარგებლობაში მყოფ ქონებას 230 ლარის ზიანი მიაყენა და ამის გამო 4 თვე პატიმრობაში ამყოფეს? „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისში არსებული ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებულია, რომ ამ პიროვნებამ ქალაქის ცენტრში, დღისით-მზისით, გუბერნატორის მანქანის  „კაპოტი“ დანით დასერა. გავრცელებული ცნობით, ეს პიროვნება ვარძელაშვილის მისამართით იწევდა და თან იგინებოდა...

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა, გორის სასამართლოს მეშვეობით გაეგო ამ პიროვნების გვარი და სახელი. ასევე ჩვენ შიდა ქართლის საოლქო პროკურატურას რამდენჯერმე მივწერეთ, რათა ჩვენთვის ამ ადამიანის გვარი და სახელი შეეტყობინებინა, თუმცა - ამაოდ. სასამართლომ გვაცნობა, რომ ეს ინფორმაცია არის ამ პიროვნების პირადი საიდუმლოება, რომლის ნებართვის გარეშე არ შეიძლებოდა სახელი და გვარის გამჟღავნება. სასამართლომ გვირჩია, რომ ჩვენ მხოლოდ დაშტრიხული განაჩენის მიღებით დავკმაყოფილებულიყავით. ჩვენ არ დავკმაყოფილდით და საჩივარი შევიტანეთ გორის რაიონული სასამართლოში, რომლის თავმჯდომარემ მიიჩნია, რომ სასამართლოს კანცელარიამ სამართლიანად დაშტრიხა განაჩენი, სადაც ბრალდებულთან ერთად გადაშლილია პროკურორის, ადვოკატისა და თვით მდივნის სახელიც კი.

სასამართლოს მიერ მოწერილ პასუხში არ არის გარკვეული, შეეკითხა თუ არა სასამართლო მსჯავრდებულ ადამიანს მისი სახელისა და გვარის გასაიდუმლოების სურვილის შესახებ. ამ მხრივ, ჩვენთვის უცნობი დარჩა მსჯავრებული ადამიანის პოზიცია.

შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ კი თავდაპირველად მოგვწერა, რომ შიდა ქართლის გუბერნატორის ქონების დაზიანების ფაქტზე დაკავებულ პიროვნებასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის დეტალები შეგვეძლო სასამართლოში გაგვეგო. მომდევნო წერილის პასუხში, რა დროსაც ვითხოვდით ამ პიროვნების გვარისა და სახელის დასახელებას, პროკურატურამ საერთოდ აღარ გაგვცა პასუხი. სასამართლომ და პროკურატურამ ასევე არ გვაცნობა იმ ადვოკატის ვინაობა, ვინც ვარძელაშვილის მანქანის დამზიანებლის ინტერესს იცავდა. რამდენიმე ცნობილ ადვოკატურაში ვიკითხეთ (ზაზა გიგაურის, ტანია რაზმაძის, მაგული გოგოლაძის და ა.შ.), მაგრამ მათთვისაც ეს ფაქტი უცნობი იყო. სახაზინო ადვოკატურაში კი მსგავს ინფორმაციას ასევე კლიენტის ინტერესების გამომდინარე არ ახმაურებენ.

ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ, მაინც გადავწყვიტეთ ამ უცნაური ისტორიის დეტალები გამოგვემზეურებინა, რომლის მოპოვება ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, როცა შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტს ლადო ვარძელაშვილი იკავებდა, ხოლო საოლქო პროკურატურას - დავით საყვარელიძე ხელმძღვანელობდა. იმ პერიოდში, როცა ვარძელაშვილის მანქანა დანით დასერეს, პროკურატურას საყვარელიძე ხელმძღვანელობდა. საყვარელიძის პროკურატურამ ეჭვმიტანილი ადამიანი 2008 წლის 24 დეკემბერს დააკავა, ანუ - „დანაშაულის“ ჩადენიდან 2 დღის შემდეგ.

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 აპრილის განაჩენით, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2008 წლის 22 დეკემბერს დღის საათებში, ქალაქ გორში, სტალინის ქ. #10-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ნასვამმა პიროვნებამ თავისი დანით დააზიანა გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის კუთვნილი „ტოიტოტა-პრადოს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით TOK-387 ძრავის სახურავი, რითაც სასაქონლო ექსპერტიზის #ს-246 დასკვნით, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციას მიაყენა 230 ლარის მნიშვნელოვანი ზარალი.

პროკურატურის საბრალდებო დასკვნით, განსასჯელმა ჩაიდინა ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის I ნაწილით, ეს მუხლი კი ნიშნავს იმას, რომ მოქალაქემ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სტალინის ქუჩა #10-ში მდებარეობს შიდა ქართლის გუბერნატორის მიერ დაქირავებული ბინა, სადაც თითქმის 2 წლის განმავლობაში სამხარეო ადმინისტრაციას ხელშეკრულებით სარგებლობაში ჰქონდა. რაც შეეხება ავტომანქანას, გუბერნატორ ვარძელაშვილის განკარგულებით, მანქანა შემდგომში გადავიდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ბალანსზე. სამხარეო ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ მანქანის გადაცემა მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 10 ივლისის მიმართვის საფუძველზე.

2008 წლის დეკემბრის განკარგულების საფუძველზე, ლადო ვარძელაშვილმა საგამოძიებო მოქმედებებში ჩასართველად, მინდობილობა საკუთარ მძღოლს დავით სარაულს მისცა. პატიმარმა ციხეში 6 თვე გაატარა. 2009 წლის აპრილში დაცვის მხარემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმება მოითხოვა. შეთანხმება გაფორმდა 2009 წლის 14 აპრილს. განაჩენის მიხედვით, განსასჯელს მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

„ათვლა დაიწყოს დაკავების დროიდან 2008 წლის 24 დეკემბრიდან, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად პირობით იქნეს გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად გენსაზღვროს 2 წელი და 6 თვე“, - აღნიშნულია განაჩენში.

სხვათა შორის, განაჩენში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და წერია, რომ განსასჯელს დარჩენილი 2 წელი და 6 თვე პირობით „არ იქნეს“ გამოყენებულიო.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC