კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დიმიტრი ლორთქიფანიძე პატიმართა მძიმე მდგომარეობაზე რეაგირებას მოითხოვს

9 ნოემბერი, 2010
ოპოზიცონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა სამკურნალო დაწესებულებასა და გლდანის #8 საგამოძიებო იზოლატორის ე.წ. კარანტინის განყოფილებაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

როგორც 9 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, ორივე დაწესებულებაში შექმნილი ვითარება „უმძიმესია“ და რეაგირების მიზნით იქ პარლამენტის სპეციალური მონიტორინგის ჯგუფის წევრები უნდა შევიდნენ.

დეპუტატის ინფორმაციით, ტუბერკულიოზით დაავადებულ პატიმართა დაწესებულებაში მდგომარეობა დღითიდღე მწვავდება და იქ არსებულ 400 ადგილზე, 800 პატიმარი მოდის.
 
რაც შეეხება გლდანის #8 საგამოძიებო იზოლატორის კარანტინის განყოფილებაში შექმნილ მდგომარეობას, როგორც ლორთქიფანიძე ამბობს, აქ განსასჯელთა ყოფნის ვადა ორ დღე-ღამეს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა პატიმრებს 14-15 დღის განმავლობაში აჩერებენ.

მისი თქმით, კარანტინის განყოფილებაში პატიმართათვის განკუთვნილი ადგილი 60-ს არ აღემატება, თუმცა იქ 200-ზე მეტი დაკავებულს ათავსებენ ხოლმე.

„ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში, მთელი 14 დღის განმავლობაში ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კოკა ფრუიძეც იმყოფებოდა“, - დასძინა ლორთქიფანიძემ და ამ პრობლემებზე რეაგირება როგორც პარლამენტს, ისე სახალხო დამცველსაც სთხოვა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები