კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს-მ „მაესტროს“ ოპერატორის ცემაში ეჭვმიტანილი დააკავა

11 ნოემბერი, 2010
შსს-ს თანამშრომლებმა „მაესტროს“ ოპერატორის, თემურ დოლიაშვილის ცემაში ეჭვმიტანილი ვლადიმერ მელაძე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2 ნოემბერს ვლადიმერ მელაძე საქეიფოდ იმყოფებოდა მეგობართან გიორგი კარტოზიასთან, სადაც მან თემურ დოლიაშვილი გაიცნო. ახალ გაცნობილებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. მომხდარი ჩხუბის შემდეგ, ვლადიმერ მელაძე თემურ დოლიაშვილს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დახვდა და ხელკეტის გამოყენებით, დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ვლადიმერ მელაძე, საქართველოს სსკ-ს 239 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, დააკავეს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ნაცემი იყო „მაესტროს“ ოპერატორი თემურ დოლიაშვილი. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. დაზარალებულის მამამ განაცხადა, რომ მისი შვილის ცემაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები