კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხრაშვილიანი ოჯახი სოციალური დახმარების გარეშეა დარჩენილი

11 ნოემბერი, 2010
ახმეტის რაიონის სოფელ ქორეთში მცხოვრები აბაშიძეების ცხრაშვილიანი ოჯახი სოციალური დახმარების გარეშეა დარჩენილი. როგორც მალხაზ აბაშიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, საარსებო შემწეობა მეცხრე ბავშვის დაბადების შემდეგ შეუწყდათ.

„ოჯახში სულ 11 ადამიანი ვართ. ქორეთში 6 წლის წინ აჭარიდან ჩამოგვასახლეს. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება იყო, რომელიც სამი თვის წინ, როცა მეცხრე შვილი შეგვეძინა, შეგვიწყდა. ამ სამი თვის განმავლობაში პურის ფქვილს, სარეცხის ფხვნილს, მაკარონსა და ზეთს მაღაზიაში ნისიად ვიღებთ. თვეში სამი-ოთხი ტომარა მარტო ფქვილი გჭირდება და თითქმის მთელი დახმარება მაგაში მიდის. რაც დახმარება აღარ გვაქვს, ძალიან გვიჭირს. თავი ძლივს გაგვაქვს. ნახევარზე მეტად მშივრები ვართ“,- ამბობს მალხაზ აბაშიძე.

ახმეტის სოციალური მომსახურების ცენტრში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით უცნობია, ისევ მიიღებენ თუ არა აბაშიძეები სოციალურ დახმარებას.

„აგენტი უკვე იყო ამ ოჯახში მისული, მაგრამ ქულა ჯერ არ არის დათვლილი. შესაბამისად, არ ვიცით, დაენიშნება თუ არა ამ ოჯახს დახმარება“, - აღნიშნა ახმეტის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ანა გოგოლაძემ.

იხილეთ ფოტორეპორტაჟი: http://ick.ge/ka/photogalleries/3485-2010-11-09-09-40-23.html  

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები