კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაუჩინარებული აფხაზი აფხაზეთში თვალებახვეული დააბრუნეს

11 ნოემბერი, 2010
თეა თოფურია

გაუჩინარებული აფხაზი გარი ჯოპუა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას გადასცეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ამჟამად საავადმყოფში იმყოფება. გარი ჯოპუა  9 ოქტომბერს გაუჩინარდა. გავრცელებული ვერსიით, იგი შსს–ს მეორე სამმართველოს თანამშრომლებმა საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს.

9 ოქტომბერს 45 წლის  გარი ჯოპუამ სოფელ ხურჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საზღვარი გადმოკვეთა. ის „გაზელის“ მოდელის მანქანით იყო და სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოჰქონდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ჯოპუა ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ქუთაისში იყო გადაყვანილი. ქართული მხარე ჯოპუას დაკავების ფაქტს დღემდე უარყოფს.

დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების წამომადგენლის, რუსლან ქიშმარიას თქმით, მათ იმ პოლიციელების გვარებიც კი იციან, რომლებმაც ჯოპუა დააპატიმრეს. ასევე იციან, თუ ვის გადასცეს ის დაპატიმრების შემდეგ. ქიშმარიას თქმითვე, გარი ჯოპუას მანქანა რამდენიმე დღე კიდევ იდგა ხურჩაში, რაც იმას მოწმობს, რომ იგი ნამდვილად საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიკარგა.

გატაცებული აფხაზის ნათესავებმა დახმარებისთვის „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მიმართეს. ერთი თვის განმავლობაში ცენტრმა ინფორმაცია მოიძია ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა მიეყვანათ გატაცებული მოქალაქე. სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან გამოგზავნილ პასუხში ნათქვამია, რომ ამგვარი პატიმარი მათ არა ჰყავთ. გარი ჯოპუას გვარი ასევე არ აღმოჩნდა საავადმყოფოების სარეგისტრაციო ჟურნალებშიც. 

გაუჩინარებული აფხაზი მოქალაქის შესახებ ერთი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. თუ არ ჩავთვლით „ინტერპრენიუსის“ ცნობას - 2 ნოემბერს ოკუპირებულ გალში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრის შემდეგ შსს–ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა,  რომ ერთადერთი საკითხი, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს, გაუჩინარებული აფხაზის - გარი ჯოპუას თემა იყო. უტიაშვილის თქმით, ეს არის ეთნიკურად აფხაზი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან ოქტომბერში დაიკარგა, სხვა დეტალები კი მისთვის უცნობია.

აფხაზური მედიასაშუალებების ცნობით, 8–9 ნოემბერს გარი ჯოპუა აფხაზეთში დაბრუნდა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია მედიასაშუალება „კავკასკი უზელმაც“ გაავრცელა.  ჯოპუა უცნობმა პირებმა 8 ნოემბრის ღამეს, მდინარე ენგურის გავლით სოფელ ნაბაკევში გადაიყვანეს. იგი რუსი მესაზღვრეების საგუშაგოსთან თვალებახვეული მიიყვანეს, შემდეგ თვალები გაუხსნეს და გაუშვეს.

ჯოპუას შესახებ ინფორმაციას ასევე ავრცელებს „აპსნი პრესი“. სააგენტო იუწყება, რომ გარი ჯოპუა „ზომბირებულ“ მდგომარეობაშია და ახლობლებს ჯერ კიდევ ვერ სცნობს. მას ამ დროისთვის აფხაზეთის ერთ-ერთ სამკურნალო დაწესებულებაში გამოკვლევა უტარდება. არის ეჭვი, რომ ჯოპუას წინააღმდეგ  ფსიქოტროპული ნივთიერებები გამოიყენეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს ისევ არ აკეთებს. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს საიდუმლო ციხეები, სადაც პერიოდულად აფხაზეთიდან გატაცებული მოქალაქეები ხვდებიან.

ახალი ამბები