გიორგი კაპანაძე itv.ge -ს და presa.ge-ს ხელმძღვანელი გახდა
12.11.2010
ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-ს ამიერიდან უხელმძღვანელებს გიორგი კაპანაძე - ხელისუფლებასთან ასოცირებული ტელეკომპანია „რეალტივის“ ყოფილი წამყვანი და გაზეთ droni.ge-ს დამფუძნებელი.
ინტერნეტ-ტელევიზია ეკუთვნის „ინტერნეტ მედია ჯგუფს“ - საქართველოში ყველაზე მსხვილ პროვაიდერული კომპანია „კავკასუს ონლაინის" შვილობილს, რომელიც ფლობს პოპულარულ გასართობ საიტებს, ასევე საინფორმაციო პორტალ presa.ge-ს, რომელსაც კაპანაძე itv.ge-სთან ერთად უხელმძღვანელებს.
გიორგი კაპანაძემ ინტერნეტ-ტელევიზიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე პაატა ცაგარეიშვილი შეცვალა.
კაპანაძემ Media.Ge-ს განუცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ხსენებული ონლაინ-რესურსების დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება.
„არ ვგეგმავ არანაირ ძირეულ ცვლილებებს. ყველაფერი დარჩება ისევ ისე, როგორც ჩემს მოსვალმდე იყო. შევეცდები იმას, რომ presa.ge და ინტერნეტ-ტელევიზია უფრო პოპულარული გახდეს“, - თქვა კაპანაძემ.
ლანა ბერიძე, მედია.გე
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას