კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჯეოსტილში“ ქლორის გაჟონვის გამო 15 ადამიანი მოიწამლა

12 ნოემბერი, 2010
რუსთავში მდებარე საწარმო „ჯეოსტილში“ ქლორის გაჟონვის შედეგად 15 ადამიანი მოიწამლა. დაზარალებულები ე.წ. მიხაილოვის სახელობის საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტოქსიკოლოგიური განყოფილების გამგე სოსო კუტუბიძემ განუცხადა, დაზარალებულების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მათ სასუნთქი გზები აქვთ დაზიანებული.

ამასთან, რუსთავის მერის, მამუკა ჩიქოვანის განცხდებით, მკურნალობის ხარჯებს ქალაქის მერი დაფარავს. 

დაზარალებულები ვერ აკონკრეტებენ, თუ რამ გამოიწვია საწარმოში ქლორის გაჟონვა. პაციენტების კლინიკიდან, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ. „ჯეოსტილი“ ინდური საწარმოა.

Humanrights.ge არაერთხელ წერდა „ჯეოსტილში“ არსებულ განუკითხობაზე, საწარმოო ტრავმებზე და სოციალურ პრობლემებზე. როგორც ჩანს, 15 ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში დაუსჯელობის სინდრომის გამო უფრო ჩავარდა, ვიდრე ქლორის გაჟონვის გამო.

Humanrights.ge

ახალი ამბები