კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაღაზიის მფლობელი საგადასახადო სამსახურმა თვთმკვლელობამდე მიიყვანა

15 ნოემბერი, 2010
14 ნოემბერს საღამოს, თელავში, საბითუმო მაღაზია „დელფინის“ ერთ-ერთმა მფლობელმა, პაატა პაპალაშვილმა მაღაზიაში თავი ჩამოიხრჩო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მაღაზიის თანამშრომლებმა განუცხადეს, შემოსავლების სამსახურმა პაატა პაპალაშვილს 320 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა, რაც თვითმკვლელობის მიზეზი გახდა.

„320 000 ლარი ჯარიმა დააკისრეს, მაშინ როცა მაღაზიაში ნაშთი 70 000 ლარია. როგორ უნდა გადაეხადა?! თვითმკვლელობამდე ორი დღით ადრე ქვისლისთვის უთქვამს - თავი უნდა მოვიკლა, ამდენი ვალის გადახდა არ შემიძლიაო“, - აღნიშნა მაღაზია „დელფინის“ თანამშრომელმა რომა სულხანიშვილმა.

„საღამოს 6 საათის შემდეგ „დელფინში“ მოსულა, კარი შიგნიდან ჩაუკეტავს და თავი ჩამოუხრჩვია. მანამდე ახლობლისთვის დაურეკავს - ცუდად ვარ და მომხედეო. როცა ის მისულა, პაატა უკვე ჩამომხრჩვალი ყოფილა. ალბათ, იმიტომ დარეკა, რომ გარდაცვლილი ეპოვათ,“ - აღნიშნა მეზობელი მაღაზიის თანამშრომელმა ეთერ ჯეირანაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი მაღაზიის თანამფლობელთან გია ბალუაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ ბალუაშვილს ტელეფონი გამორთული აქვს. თანამშრომლების თქმით, პაატა პაპალაშვილის თვითმკვლელობის გამო ბალუაშვილი დეპრესიაშია.

შემოსავლების სამსახურის კახეთის რეგიონალურ სამსახურში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები