კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თავისუფალი აზრის სახლი“ დიმიტრი შაშკინის გადადგომას მოითხოვს

15 ნოემბერი, 2010
„თავისუფალი აზრის სახლი“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის თანამდებობიდან წასვლას მოითხოვს.

როგორც პრესკონფერენციაზე „თავისუფალი აზრის სახლის“ ხელმძღვანელმა ბაკურ ბაკურაძემ განაცხადა, დიმიტრი შაშკინი განათლების სისტემაში კარგი მენეჯერი ვერ აღმოჩნდა და მისი მინისტრად მოსვლისთანავე, მოსწავლეთა განათლების დონემ დაიკლო.

ამის მაგალითად, მან განათლების რეფორმა დაასახელა, რომელიც კრახს განიცდის, რასაც წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაბალი მაჩვენებლები ადასტურებენ.

ბაკურ ბაკურაძე დიმიტრი შაშკინს დირექტორების, პედაგოგების და მოსწავლეების რეპრესიებშიც ადანაშაულებს. როგორც „თავისუფალი აზრის სახლის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ის, რომ სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო აქციები გამართეს და რეფორმა და სწავლების დონე გააპროტესტეს.

ბაკურ ბაკურაძის განცხადებით, სიტყვა „მანდატური“ ჯოხიან კაცს ნიშნავს და მანდატურის სისტემის დანერგვით, მინისტრს საჯარო სკოლების არასრულწლოვანთა კოლონიად გადაკეთება სურს, რათა მომავალი თაობა კონტროლირებადი გახდეს.

„თავისუფალი აზრის სახლი“ განათლების მინისტრის შეცვლისთვის ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას აპირებს და კონსულტაციებს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართავს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები