კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსული მედიის მტკიცებით, პეტრე დევრიშაძე ქართული სპეცსამსახურების აგენტია

15 ნოემბერი, 2010
რუსული მედიის მტკიცებით, რუსეთის ჯაშუშობისთვის დაკავებული პეტრე დევრიშაძე რეალურად ქართული სპეცსამსახურების აგენტია. ამის შესახებ გამოცემა "მასკოვსკი კამსამოლეცი" წერს.

ქართული სპეცსამსახურების მიერ დევრიშაძის გადაბირების შესახებ გამოცემას აჭარის ყოფილმა შს მინისტრმა, დავით ბაკურიძემ უამბო. ასლან აბაშიძის გარემოცვის ყოფილი წევრის თქმით, დევრიშაძის გადაბირებაზე ჯერ კიდევ 1999 წელს მუშაობდა.

„მას ხელწერილი ჩამოვართვი, გავაფორმე მისი დოკუმენტები, როგორც ჩვენი საიდუმლო თანამშრომლისა და 1999 წლიდან 2004 წლამდე ვკურირებდი, ვიდრე იძულებული არ გავხდი, საქართველო დამეტოვებინა. ამ დროის განმავლობაში დევრიშაძე უშიშროების სამინისტროს აგენტად მუშაობდა და ინფორმაციას გვაწვდიდა, მათ შორის მათ შესახებაც ვინც ახლა ქვეყანას მართავს. ჩვენი დავალებით მან კონტაქტები დაამყარა სააკაშვილის პარტიასთან, რომელიც მაშინ ოპოზიციაში იყო და პარტიაში მიმდინარე ამბების შესახებ გვაწვდიდა ინფორმაციას. დევრიშაძე ამ საქმიანობას 2004 წლის გაზაფხულზეც აგრძელებდა, როცა სააკაშვილის მომხრეები აბაშიძის ჩამოდგებას ამზადებდნენ. მას პირადად ვუხდიდი ამისთვის; დევრიშაძე დიდ ფულს იღებდა“, - განაცხადა ბაკურიძემ.

აჭარის ყოფილი მაღალჩინოსანი დარწმუნებულია, რომ დევრიშაძე ამჟამადაც ქართულ სპეცსამსახურებზე მუშაობს და მისი ამჟამინდელი კურატორები არა უშიშროების სამინისტროში, არამედ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობენ.

„როცა უკვე მოსკოვში ვცხოვრობდი, მან არაერთხელ დამირეკა იმის გასაგებად, სად იყო შენახული იარაღი აჭარაში. იარაღის გაყიდვაში დახმარებას მთავაზობდა. მათ ეშინიათ, რომ წასვის წინ აჭარაში რაღაცის დამალვა მოვასწარით და თუ რამე დაიწყება, ეს იარაღი შეიძლება ამოქმედდეს. მაგრამ, მაშინ უკვე ვიცოდი, რომ დევრიშაძე მათზე მუშაობდა. მისი ინფორმაციის საფუძველზე, აჭარაში ჩემი სახლი შვიდჯერ გაჩხრიკეს“, - აცხადებს დავით ბაკურიძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხწლიანი ოპერაციის შედეგად 2010 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 13 პირი დააკავა. მათ შორისაა აჭარელი ბიზნესმენი, რუსეთის მოქალაქე პეტრე დევრიშაძე.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები