კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი კაკაბაძის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა 19 ნოემბერს განახლდება

15 ნოემბერი, 2010
მწერალ ირაკლი კაკაბაძის წინააღმდეგ თბილისის მერიის სარჩელის განხილვა 19 ნოემბერს განახლდება.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადეს, 12 ნოემბერს აღნიშნულ სარჩელზე მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა. საქმეს მოსამართლე მაკა ჭედია იხილავს. კაკაბაძის ინტერესებს ადვოკატი ლიკა წიკლაური იცავს.

თბილისის მერია მწერალ ირაკლი კაკაბაძეს უჩივის და 2000 ლარამდე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. მერიის მტკიცებით, 2010 წლის აგვისტოში, ბუშის ქუჩაზე საპროტესტო აქციისას ირაკლი კაკაბაძემ და აქციის კიდევ ორმა მონაწილემ, პოეტებმა ალეკო ჩიღვინაძემ და შოთა დიღმელაშვილმა ჯორჯ ბუშის და აეროპორტის მანიშნებელი ბანერი დააზიანეს.

ირაკლი კაკაბაძის ადვოკატმა ლიკა წიკლაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ მერიამ ხელშეკრულებები წარმოადგინა, რომელიც ადასტურებს, რომ ორივე ბანერი გამოცვალეს და მისი გამოცვლა 2 000 ლარამდე დაუჯდათ.

წიკლაურის თქმით, აქციის მონაწილეებს აეროპორტის მანიშნებელი ბანერი არ დაუზიანებიათ. ისინი აღიარებენ, რომ ბუშის ბანერი დააზიანეს, თუმცა ამას გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ ამისთვის პასუხი არ უნდა აგონ.

2010 წლის აგვისტოში ბუშის ქუჩაზე ირაკლი კაკაბაძემ და მისმა მეგობრებმა აქცია გამართეს, სადაც ქუჩისათვის ბუშის სახელის გადარქმევა მოითხოვეს და ბუშის ბანერს ულვაშები დაახატეს.

აქციის დროს კაკაბაძე, ჩიღვინაძე და დიღმელაშვილი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და ადმინისტრაციული წესით 400- ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს.

ირაკლი კაკაბაძე სასამართლო სხდომას არ დასწრებია, ვინაიდან აშშ-ში იმყოფება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები