კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეთორმეტე კლასელები ხელისუფლებას დაშინების მცდელობაში ადანაშაულებენ

15 ნოემბერი, 2010
თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები ხელისუფლებას დაშინების მცდელობაში ადანაშაულებენ. როგორც პრესკონფერენციაზე მე-19 საჯარო სკოლის მე-12 კლასელმა რევაზ რევაზიშვილმა განაცხადა, გუშინ საპროტესტო აქციის შემდეგ, სახლში პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირები დახვდნენ, წაიყვანეს თამარ მეფის გამზირზე მდებარე პოლიციის მე-4 განყოფილებაში და დაემუქრნენ. პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ აქციებში მონაწილეობა არ მიეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამტრედიის სკოლა-ინტერნატში გადაიყვანდნენ, სადაც „ოროსნები“ სწავლობენ.

მისივე განცხადებით, გუშინ დილით კიდევ ერთმა მე-12 კლასელმა ვაჟა მელაძემ მასთან საუბარში განაცხადა, რომ პოლიციის განყოფილებაში იყო დაბარებული, ემუქრებოდნენ სკოლიდან გარიცხვით.

რეზო რევაზიშვილის განცხადებით, მუქარა განხორციელდა ასევე 49-ე სკოლის მე-12 კლასელზე დავით ცომარიშვილზე. მას სკოლის დირექტორი დაემუქრა. როგორც მან აღნიშნა, ცომარიშვილი და ვაჟა მელაძე მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც მე-12 კლასელების აქციებს ორგანიზებას უწევენ. რევაზიშვილის განცხადებით, არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ მათ მშობლებსაც ემუქრებიან.

ის აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს მაინც გააგრძელებენ, მორიგი საპროტესტო აქცია იგეგმება პარასკევს, პარლამენტის შენობასთან. რევაზ რევაზიშვილის ცნობით, გუშინ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მხოლოდ 30 მე-12 კლასელი მივიდა, განსხვავებით წინა საპროტესტო აქციისგან, რომელშიც 1000-მდე მე-12 კლასელი მონაწილეობდა. ამის მიზეზად რევაზიშვილმა ის დაასახელა, რომ სკოლებში მანდატურებმა კარებები ჩაკეტეს და მოსწავლეები არ გაუშვეს საპროტესტო აქციაზე.

მისი თქმით, განცხადებით, საპროტესტო აქციებში 70-მდე სკოლა მონაწილეობს და ისინი აქციებს გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

რამდენიმე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელები 8 სატესტატო გამოცდის გაუქმებას ითხოვენ, რომელთა შორისაას ფიზიკა, ქიმია და გეოგრაფია.

რევაზ რევაზიშვილმა პრესკონფერენცია გამართა მოძრაობა „7 ნოემბრის“ ლიდერთან ჯაბა ჯიშკარიანთან ერთად. აღსანიშნავია, რომ რევაზიშვილი ამავე დროს არის „7 ნოემბრის“ წევრი.

ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ "7 ნოემბერი" მე-12 კლასელების საპროტესტო აქციებს მხარდაჭერას უცხადებს. ამ აქციებში მონაწილეობის მიღებას „7 ნოემბერი“ არ აპირებს, თუმცა აქციებს მონიტორინგს გაუწევს და იმ შემთხვევაში, თუკი დაირღვევა მე-12 კლასელების უფლებები, ისინი პროცესებში ჩაერთვებიან

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები