კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს მთავარ პროკურორს რეაგირებისაკენ მოუწოდებს

15 ნოემბერი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს თელავის დამოუკიდებელი ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე.

როგორც ცნობილია, 14 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, თელავის რაიონის სოფელ ფშაველში, ნათესავის ქორწილში მყოფ თელავის ტელევიზიის დირექტორს ენრი კობახიძეს თავს სპეციალური დანიშნულების რაზმის ოფიცერი გელა ჭვრიტიძე დაესხა და სხეულის დაზიანებები მიაყენა. ენრი კობახიძემ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლებთან საუბარში დაადასტურა, რომ თავდასხმამდე ჭვრიტიძე მასზე ზეწოლის მოხდენას და ტელეკომპანიის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას სხვადასხვა ფორმით ცდილობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის დირექტორზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არაერთი საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა, შს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ამ დრომდე არ დაუკითხავთ თავდასხმის ფაქტის თვითმხილველები.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას, პირად კონტროლზე აიყვანოს საქმის გამოძიება და უზრუნველყოს ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორის სიცოცხლის უსაფრთხოება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს, მედიას და საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს, დამოუკიდებელი მედიასაშუალების ხელმძღვანელის დაჭრის ფაქტზე ადეკვატური რეაგირება მოახდინონ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“
15.11.10.

ახალი ამბები