კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეუღლე ადასტურებს, რომ #149-ე საჯარო სკოლის დირექტორს გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას სთხოვენ

16 ნოემბერი, 2010
მეუღლე ადასტურებს, რომ #149-ე საჯარო სკოლის დირექტორს, მაია გიორგაძეს განათლების სამინისტროდან გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას სთხოვენ.

როგორც რადიო „პალიტრის“ გადაცემა „რეზიუმეში“ სატელეფონო ჩართვისას მაია გიორგაძის მეუღლემ ვალერი გიორგაძემ განაცხადა განათლების სამინისტროში ისიც დაიბარეს. მეუღლის მსგავსად ვალერი გიორგაძეც დირექტორია - #148-ე სკოლაში.

მისი თქმით, სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მოსთხოვეს, რომ მის მეუღლეს გადადგომის შესახებ განცხადება დაეწერა.

„მითხრეს, ჩემი მეუღლე თავისი სურვილით წასულიყო თანამდებობიდან. ეს უკავშირდება თითქოს იმ ფაქტს, რომ #149-ე სკოლის მეთორმეტე კლასელები აქციაზე იმყოფებოდნენ. ჩემი ინფორმაციით, აქციაზე #149-ე სკოლის მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ. ჩემმა მეუღლემ ამის დამადასტურებელი დოკუმენტების ქსეროასლები წარადგინა. აღრიცხული იყო ყველა ბავშვი, გარდა ათისა, რომელთა ადგილსამყოფელიც იცოდა, თუმცა ისინი აქციაზე არ იყვნენ. ზოგი ავად იყო, ზოგს სხვა პრობლემები ჰქონდა. ასეც რომ არ ყოფილიყო, მოსწავლეებს ზოგადი განათლების შესახებ კანონითაც და კონსტიტუციითაც შეკრებების თავისუფლება მინიჭებული აქვთ“,- განაცხადა ვალერი გიორგაძემ.

მისივე განცხადებით, გენერალურ ინსპექციაში მასაც დაემუქრნენ, რომ თუ მისი მეუღლე განცხადებას არ დაწერდა, „რისხვა მასზეც გადავიდოდა“.

ვალერი გიორგაძის თქმით, #148-ე სკოლაში, რომლის დირექტორიც თავად არის, უკვე გენერაური ინსპექცია შევიდა. „ჩემთვის განცხადების დაწერა არ მოუთხოვიათ. ჩემმა მეუღლემ კი თავად უნდა გადაწყვიტოს, დაწერს თუ არა განცხადებას“, - აღნიშნა გიორგაძემ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები