18:59, Wednesday, 23.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ზუგდიდის სასამართლომ „სვანურ საქმეზე“ განაჩენი გამოიტანა

16.11.2010

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი, www.presa.ge

ნელი ნავერიანს და მზევინარ ჯაფარიძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ტარიელ, დავით და ანზორ ჯაფარიძეებს - 4-4 წლით და 6 თვით, ძებნილ ჯამბულ ჯაფარიძეს - 6 წლით - ასეთია განაჩენი, რომელიც მოსამართლე დავით კეკენაძემ დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვაში მხილებულ პირებს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ჩამოურიგა. გახმაურებული დაკავების შესახებ „პრესა.გე“ ადრე წერდა ( http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=618 ).
 
ცნობილია გამოძიების ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ანზორ ჯაფარიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდათა სამსახურის უფროსი დავით ჯაფარიძე, სს „ენერგოპროჯორჯიას“ მესტიის სამსახურის მთავარი ინჟინერი ტარიელ ჯაფარიძე და მესტიის საკრებულოს წევრი ნელი ნავერიანი კანადელ ინვესტორს, დაბა მესტიაში არსებული ყოფილი ტურისტული ბაზის აღდგენითი სამუშაოების ჩატარების ხელის არშეშლის მოტივით სძალავდნენ 70 000 ლარს.
 
„პრესა.გე“-ს ინფორმაციით, არსებობდა მოლოდინი, რომ დაკავებულ პირებს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ, მაგრამ არ გამართლდა. ამ ვერსიას ისიც ამყარებს, რომ განსასჯელთა დაცვის მხარე სასამართლო განხილვის გადადებას არგუმენტირებული, თუ უსაფუძვლო მიზეზებით მუდმივად ახერხებდა.
 
აშკარა იყო, რომ ადვოკატები დროის გაყვანის ტაქტიკას იყენებდნენ და პატიმრებსა თუ მისი ოჯახის წევრებს პროკურატურასთან „საქმის მოგვარებაში“ არწმუნებდნენ.

უცნაური იყო ადვოკატების ქმედება სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგაც, როცა ნელი ორჯონიკიძე და მზია ქასრაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარზე უარს უხეშად აცხადებდნენ. ინტერვიუსგან თავს იკავებდა ნელი ნავერიანის ერთ-ერთი ადვოკატი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი რევაზ თოფურიაც.
 
ტარიელ და ანზორ ჯაფარიძეების ადვოკატმა თანდილა ჯოლოგუამ  კი მედიისთვის სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელსაც სტილის დაცვით გაგაცნობთ:
 
„რატომ იყო ეს პროცესი პოლიტიკური? რა შუაშია პოლიტიკა? კეკენაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რაც საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია. მის ადგილას მე მარტო სამ თვეს დავაკლებდი. მეტი ახლა... მინიმუმის მინიმუმია.
 
საქმეზე ყველანაირი მტკიცებულება არის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, ადრე არ არიან ნასამართლევი და არანაკლებ ათასზე მეტი ხელმოწერაა წარდგენილი მათ მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. როგორც პროკურორმა განაცხადა, ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებას ვერ გაძლევთო. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეულწილად ბრალდების მხარის გულთან ახლოს არის მისული ის, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ. ბევრჯერ ყოფილა პრაქტიკაში შემთხვევა, რომ ეს სააპელაციო სასამართლოში გაკეთებულა...“
 
ადვოკატებისგან განსხვავებით, „ქართული პარტიის“ წევრი, კახა მიქაია მოსამართლის განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს. „ნელი ნავერიანი გოროზია-ახალაიას დაპირისპირებას შეეწირა. ნავერიანი იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკური ფიგურა სვანეთში, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა. მის წინააღმდეგ შეთითხნილია ბრალდება პოლიტიკური მოსაზრებით. ეს არის პროკურორ როლანდ ახალაიას ფარსი. მან, ფაქტობრივად, გააკეთა ისე, რომ ბრალდებულები თითქოსდა დანაშაულის აღიარებამდე მიიყვანა, ადვოკატებს საპროცესო შეთანხმებას დაპირდა, მაგრამ შემდეგ, გადააგდო“, - აცხადებს მიქაია.
 
შეასრულებს თუ არა საოლქო პროკურატურა დანაპირებს საპროცესო შეთანხმებასათან დაკავშირებით და გამართლდება თუ არა ამჯერად ადვოკატების მორიგი მოლოდინი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაირკვევა, სადაც მათი საჩივარი სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში შევა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC