ვანო მერაბიშვილის დედა „ეტალონი დირექტორი“ გახდა
16 ნოემბერი, 2010
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დედას ჟენია თუმანიშვილ-მერაბიშვილსას „ეტალონი დირექტორის“ წოდება მიენიჭა.
სკოლა კი, რომლის დირექტორიც ჟენია თუმანიშვილ-მერაბიშვილია, წლის „ეტალონი საჯარო სკოლა“ გახდა.
ახალციხის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი გადაცემა „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა 14 ნოემბრის გადაცემის დროს დააჯილდოვა.
ტყეშელაშვილის თქმით, დამოუკიდებელმა სტუდენტ-ექსპერტებმა, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა „ეტალონი დირექტორის“ ტიტული ჟენია თუმანიშვილ-მერაბიშვილს „საგანმანათლებლო-აღმზრდელობით სფეროში გაწეული ღვაწლისთვის და მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისათვის“ გადასცეს.
„ასეთი რამ „ეტალონის“ არსებობის მანძილზე არ მომხდარა. ამ სკოლასთან უკვე 5 წელია, ვთანამშრომლობთ და ეს უპირველეს ყოვლისა, დირექტორის დამსახურებაა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც პედაგოგობისთვის არიან დაბადებულები და ქალბატონი ჟენია თუმანიშვილ-მერაბიშვილი სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება“, - აღნიშნა გოჩა ტყეშელაშვილმა დაჯილდოებისას.
ჟენია თუმანიშვილმა-მერებიშვილისამ გადაცემაში ვრცელი სამადლობლი სიტყვა წარმოთქვა.
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=14-11-2010%2018:05
ინტერპრესნიუსი
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023