კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი თელავის ტელევიზიის დირექტორზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტის შესწავლას ითხოვს

17 ნოემბერი, 2010
საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში თელავის დამოუკიდებელი ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტის შესწავლას მოითხოვს. შესაბამისი რეკომენდაციით ომბუდსმენმა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას მიმართა.

„2010 წლის 16 ნოემბერს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორმა ენრი კობახიძემ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ენრი კობახიძე ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლებთან ერთად, 2010 წლის ოქტომბერში, ახმეტის რაიონში, სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. საღამოს 9 საათისათვის მასთან პოლიციის ავტომანქანით და რამდენიმე პირის თანხლებით გელა ჭვრიტიძე მივიდა. ჭვრიტიძემ ენრი კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცემით დაემუქრა. აღნიშნული ფაქტის თვითმხილველები არიან ტელეკომპანიის თანამშრომლები და იქ მყოფი სხვა პირები.

2010 წლის 14 ნოემბერს, ენრი კობახიძე მეუღლესთან და ძმასთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ქორწილში იმყოფებოდა. ამავე ქორწილში იყო გელა ჭვრიტიძეც. მოგვიანებით კობახიძემ მეუღლე სახლში წაიყვანა და ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა. ქორწილში მისულმა დაინახა, რომ გელა ჭვრიტიძე მის ძმას ხმამაღლა ესაუბრებოდა. ამის შემდეგ გელა ჭვრიტიძემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ენრი კობახიძემ და ტელეკომპანია „თანამგზავრის“ თანამშრომელმა ზურაბ მახათაძემ ახსნა-განმარტებები მისცეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები