კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სომალელი მეკობრეები გემის ჩაძირვითა და ქართველი მეზღვაურების დახოცვით იმუქრებიან

17 ნოემბერი, 2010
კომპანია „გრინვიჩი“, რომლის კუთვნილი გემი ქართველ მეზღვაურებთან ერთად სომალელმა მეკობრეებმა დაატყვევეს, ორი გემის გაყიდვას და ამ გზით საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას გეგმავს.

როგორც „ინტერპრენიუსს“ მეზღვაურთა პროფკავშირში განუცხადეს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოსასყიდის გადახდას კომპანია გემების გაყიდვით აპირებს.

„გრინვიჩის“ ხელმძღვანელის სერგო დევაძის ბოლო ინფორმაციით, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. კომპანიის ადვოკატმა მეკობრეებს საბოლოო თანხა დაუსახელა. თუმცა მეკობრეებისთვის თანხა მიუღებელი აღმოჩნდა და ისინი მეზღვაურების დახოცვით და გემის ჩაძირვით იმუქრებიან.

დატყვევებული მეზღვაურების ოჯახის წევრები დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოსთან დახმარების თხოვნით აქციას მართავენ.

ბათუმელი მეზღვაურები მემედ ზაქარაძე, შალვა ვერძაძე, დავით დევაძე, თემურ ბედინაძე, ზურაბ შერვაშიძე, გიორგი სირაძე, ჯაბა ქარჩავა, ნუკრი ჯიჯავაძე, ირაკლი ჯიქიძე, თემურ ვარშანიძე, ანზორ ფარტენაძე, ასლან დემურაძე, ჯიმშერ ასანიძე, თემურ მახარაძე და გენადი ტიმოფეევი ორ თვეზე მეტია ტყვეობაში იმყოფებიან. კიდევ ერთი მეზღვაური, ოლეგ ნოდია კი ერთი კვირის წინ დაატყვევეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები