კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხვრის ფარას და ორ მწყემსს, უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ

18 ნოემბერი, 2010
მარნეულის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ცხვრის ფარას და ორ დაქირავებულ მწყემსს - კობა და სულხან არაბულებს ეძებენ, რომლებიც 14 ნოემბერს გაუჩინარდნენ. ფარა ფარნაოზ ტორაძის ოჯახს ეკუთვნოდა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი არიან როგორც სამართალდამცავები, ისე სოფლის წარმომადგენლები.

როგორც ფარნაოზ ტორაძის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, ბოლოს მათ მეცხვარეები და ცხვრის ფარა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საძოვარზე ნახეს, როცა მწყემსებს საჭმელი მიუტანეს. 14 ნოემბერს, დილით მისულებს კი, ადგილზე არც ცხვრის ფარა და არც მწყემსები დახვდნენ.

ტორაძეების ოჯახში აცხადებენ, რომ მათთვის წარმოუდგენელია,  სად შეიძლებოდა გამქრალიყო სოფლის მიმდებარე საძოვრებიდან 600 სული ცხვარი.

ტორაძეების ოჯახი მეცხვარეობას 20 წლის განმავლობაში მისდევს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები