კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს-მ გაუჩინარებული მწყემსებისა და ცხვრის ფარის საქმე გახსნა

22 ნოემბერი, 2010
შინაგან საქმეთა სამინისტრო 13 ნოემბერს გაუჩინარებული მწყემსებისა და ცხვრის ფარის შესახებ შემზარავ ინფორმაციას აქვეყნებს. ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მწყემსების განზრახ  მკვლელობასა და ცხვრის ფარის გატაცებაში ბრალდებული პირები დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა გარდაბნის რაიონიდან გატაცებული ცხვრის ფარა ყვარელში მცხოვრებ პირს მიყიდეს.

დაკავებულები არიან 1980 წელს დაბადებული ზვიად ტორაძე და მისი თანამზრახველები, 1978 წელს დაბადებული გიორგი ნიკოლაშვილი და 1981 წელს დაბადებული ზურაბ გოგნიაშვილი.

შსს-ს ცნობით, შემთხვევიდან ათი დღით ადრე ტორაძე ცხვრის გაყიდვის მიზნით დაუკავშირდა  მის თანასოფლელს გია აღაბალოვს, რომელიც დაკავებულია მსხვილფეხა პირუტყვის ვაჭრობით. ამ უკანასკნელმა ის დააკავშირა ყვარელში მცხოვრებ ივერი ჭეპაშვილთან, რომელსაც სურდა ცხვრის შეძენა. ამის შემდგომ ბრალდებული  თანამზრახველებთან ერთად გარდაბნის რაიონის სოფელ ახალსოფელში თავს დაესხა ნათესავის ფარნაოზ ტორაძის კუთვნილი ცხვრის ფარას და სანადირო თოფით ადგილზე მოკლა მწყემსები, ძმები, კობა და სულხან არაბულები, რომელთა გვამები გადამალა წინასწარ ამოთხრილ ორმოში, ხოლო ნიკოლაშვილმა და გოგიაშვილმა გარეკეს ცხრის ფარა, რომელიც წინასწარი შეთანხმების მიხედვით, საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულთან მიყიდეს ივერი ჭეპაშვილს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს  უვადო თავისუფლების აღკვეთას.

შეგახსენებთ, რომ დანაშაული 2010 წლის 13 ნოემბერს მოხდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები