კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლებამ აფთიაქები დააწიოკა

22 ნოემბერი, 2010
თბილისში რამდენიმე აფთიაქის ხელმძღვანელი პირების დაკავების ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. აფთიაქების ხელმძღვანელი პირები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.

დაკავებული 40-მდე პირიდან უმრავლესობას 20 000-დან 40 000 ლარამდე გირაო შეეფარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთი დაკავებულის, მუხიანში მდებარე აფთიაქ „ჩოხელის“ მფლობელის ლეილა ჩოხელის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განუცხადა.

როგორც აბესაძემ განმარტა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შუამდგომლობა გუშინ განიხილა.

საგამოძიებო სამსახური იმ ბრალდებულებისგან, რომლებსაც ერთი აფთიაქი აქვთ, 20 000 ლარს, ორი და სამი აფთიაქის მფლობელებზე 30 000 ლარს, უფრო მეტი აფთიაქის მფლობელებზე კი 40 000 ლარს ითხოვდა, რაც მოსამართლემ დაუკმაყოფილა.

აბესაძის განმარტებით, დაპატიმრების მოთხოვნა მხოლოდ ოთხი პირის მიმართ იყო, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები - დედა, მამა, შვილი და რძალი არიან. საგამოძიებო სამსახურს მოსამართლემ ეს მოთხოვნაც დაუკმაყოფილა.

აბესაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ლეილა ჩოხელს უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ედავებიან, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმე ეხება ფსიქოტროპულ წამალ სენაზეპამს, რომელიც სამართალდამცავებმა ჩოხელის აფთიაქიდან ამოიღეს. წამალი რუსული წარმოებისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საბაჟო წესების დარღვევით არის შემოტანილი.

მანამდე, 9 ნოემბერს საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული წამლების ზედნადებების გარეშე გადაზიდვა-გასაღების ბრალდებით დააკავა ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელის „ნინო+დ“-ს ხელმძღვანელი ნინო დანელია და მისი სიძე თემურ ბენიაკოვი.

ნინო დანელიას ადვოკატმა რამაზ კვირკვიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს და ბენიაკოვს სისხლის სამართლის 200 სამი პრიმა მუხლით ედავებიან, რაც სასაქონლო ზედნადებების გარეშე საქონლის, კერძოდ ფსიქოტროპული ნივთიერების კოაქსილის გადაზიდვა-გასაღებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატის განმარტებით, საქმე ეხება 36 000 ლარის ღირებულების ფსიქოტროპულ მედიკამენტ კოაქსილს, რომელიც ნინო დანელიას სიძეს, თემურ ბენიაკოვს ზესტაფონში მდებარე აფთიაქში გადაჰქონდა.

ორივე მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი დაპატიმრება შეუფარდა. საგამოძიებო სამსახური თბილისში მოქმედი აფთიაქების ხელმძღვანელი პირების დაკავებას ადასტურებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები