კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გონიოში 270 ოჯახს მიწას ართმევენ

24 ნოემბერი, 2010
ხელვაჩაურის „საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ“ გონიოს თემში მის მიერვე 2007-2008 წლებში გაცემული მიწის მოწმობების ჩამორთმევა დაიწყო. ამ ეტაპზე 270 საკუთრების მოწმობაა გაუქმებული. მესაკუთრეებმა ამის შესახებ გაზეთ „აჭარის“ 12 ნოემბრის ნომრიდან შეიტყვეს. პრესაში 270 იმ პირის სახელი და გვარია გამოქვეყნებული, რომელთა მოწმობების გაცემის კანონიერების საკითხის განხილვას კომისია გეგმავს.

მოსახლეობის ინფორმაციით, გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწების ჩამორთმევის მიზეზი მისი უცხოელი ბიზნესმენებისთვის მიყიდვა და ავტობანის მშენებლობაა.

„თუკი არ გვეკუთვნოდა, თავიდან რატომ მოგვცეს საკუთრებაში? პრეზიდენტმა და ვარშალომიზემ საზეიმო ვითარებაში რომ გადმოგვცეს მოწმობები, მაშინ არ იცოდნენ, რომ უკანონობას ჩადიოდნენ?! ახლა ვიღაც ინვესტორი იქნება დაინტერესებული და სახელმწიფო თავის მოგებაზე ზრუნავს, რომ თანხა მათ მიიღონ. ჩვენზე კი არავინ ნაღვლობს“, - ამბობს მოსახლეობა.

მიწების ჩამორთმევის პროცესის შეჩერების მოთხოვნით მოქალაქეები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ. თუმცა, მათ ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძე და გამგებელი თეიმურაზ დუმბაძე შეხვდნენ.

მალხაზ ფარტენაძე გაცემული მოწმობების ხელახლა შესწავლის მიზეზად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მომართვას ასახელებს. ფარტენაძის თქმით, საკუთრების მოწმობები თავის დროზე შეცდომით გაიცა და ტერიტორიის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას არც ლევან ვარშალომიძე ფლობდა.

გონიოს მოსახლეობა პრეზიდენტის ბრძანებულებით საკუთრებაში დარეგისტრირებულ მიწებს ბოლო 20 წელია, ამუშავებს.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები