კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღი კიდევ ერთხელ გადათხარეს

25 ნოემბერი, 2010
სიღნაღში, სადაც 2 წლის წინ, რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა ინფრასტრუქტურის, მათ შორის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის, ქუჩები ისევ გადათხარეს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნოდარ კოჭლამაზაშვილის განცხადებით, ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროებისა და საზოგადოებრივი ობიექტების 24 საათიანი წყალმომარაგებისათვის, სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ატარებს.

„სიღნაღში გრაფიკის მიხედვით არის წყალმომარაგება, რაც სასტუმროებს პრობლემას უქმნიდა. სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულდა. პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან 22 ათასი ლარით დაფინანსდა და მისი დასრულების შემდეგ სასტუმროებს „რჩეული“, „ქროუნი“, „სიღნაღი“ და კიდევ ერთ მშენებარე სასტუმროს წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება“, - აღნიშნა სიღნაღის გამგებელმა.

მისივე თქმით, სიღნაღის გადათხრილი ქუჩები დეკემბრის პირველ რიცხვებში მოპირკეთდება. გამგებელი ირწმუნება, რომ გადათხრილი ქუჩები ტურისტებს დისკომფორტს არ უქმნის.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი   

ახალი ამბები