კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფიქრია ჩიხრაძე: „ჯორჯაძის მიერ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნაზე არაფერი ვიცით“

29 ნოემბერი, 2010

„ახალმა მემარჯვენეებმა“ პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის წევრის არჩილ ჯორჯაძის მიერ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნაზე არაფერი იციან. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ განუცხადა.

„ახალი მემარჯვენეების“ თელავის რაიონული ორგანიზაციის წევრმა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მიმართულების ყოფილმა კოორდინატორმა არჩილ ჯორჯაძემ პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით გერმანიის მთავრობას მიმართა. რადიო „ჰერეთთან“ საუბარში ჯორჯაძემ განაცხადა: „ჩემზე ზეწოლა ხორციელდებოდა საქართველოში ყოფნის დროსაც, თუმცა მას შემდეგ რაც ესპანეთში სასწავლებლად ჩამოვედი, საქართველოდან ე.წ „კეთილის მსურველები“ მიკავშირდებიან და ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში დაპატიმრებით მემუქრებიან“.

არჩილ ჯორჯაძე არ აკონკრეტებს უშულოდ ვინ ემუქრება. მისივე თქმით, პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შემთხვევაში, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავა.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ჯორჯაძე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, თელავში, „ახალი მემარჯვენეების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ფიქრია ჩიხრაძის საარჩევნო შტაბის იურისტი იყო. ამ თანამდებობაზე მუშაობისას, მან უნივერსიტეტიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ჯორჯაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტიდან არ წავიდოდა, აფრთხილებდნენ, რომ უნივერსიტეტს პრობლემებს შეუქმნიდნენ. 2009 წელს ჯორჯაძე სწავლის გასაგრძელებლად ესპანეთში წავიდა და იქ დედასთან ერთად ცხოვრობს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები