კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციის აქცია ქართული ტელეარხების საინფორმაციო გამოშვებებში

29 ნოემბერი, 2010
ლონდონში სტუდენტების მიერ სწავლის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები, საქართველოს ორი წამყვანი ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემებისთვის უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოჩნდა, ვიდრე თბილისის ცენტრში 25 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქცია, რომელიც ბოლო 18 თვის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ოპოზიციური შეკრება იყო.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა თავის 9–საათიან „კურიერში“ რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმაცია გამოშვების დაწყებიდან მხოლოდ მე–40 წუთზე გაუშვა. „კურიერმა“ პირველი 17 წუთი ბათუმში პლასიდო დომინგოს კონცერტს და პრეზიდენტ სააკაშვილთან  მის შეხვედრას დაუთმო;  შემდეგ გავიდა სიუჟეტი ტოტალიზატორების ფინანსური შემოწმების და მათი დაჯარიმების შესახებ; ამას მოყვა რეპორტაჟი სტუდენტების ლონდონური აქციის შესახებ; შემდეგ „კურიერმა“ გააშუქა ინფორმაცია მოლდოვაში წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობისთვის საქართველოს მხარდაჭერით აშენებული სოფლის და 24 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის ამ სოფელში სტუმრობის შესახებ; შემდეგ კრიმინალური ახალი ამბები იყო და მხოლოდ ამის შემდეგ გავიდა 4–წუთიანი სიუჟეტი თბილისში გამართული საპროტესტო აქციის შესახებ.

ტელეკომპანია „იმედმა“ კი თავის 8 საათიან „ქრონიკაში“ თბილისის საპროტესტო აქცია გადაცემის დაწყებიდან, დაახლოებით, 32 წუთში გააშუქა და ამ თემას მხოლოდ 2 წუთი დაუთმო. აქციის შესახებ ინფორმაციას წინ უძღოდა სიუჟეტები კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის და ლონდონში სტუდენტების სწავლის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებული აქციის შესახებ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის 8–საათიანი „მოამბის“ საინფორმაციო ბლოკი იმით განსხვავდებოდა, რომ იქ საერთოდ არ გაშუქდა ლონდონში სტუდენტების აქცია. თბილისის აქციის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „მოამბის” დაწყებიდან, დაახლოებით, 28 წუთზე გააშუქა, რასაც  წინ უძღოდა სიუჟეტები მოლდოვაში აშენებული სოფლის, ერთი კრიმინალური შემთხვევის და პლასიდო დომინგოს კონცერტის შესახებ.

ამ სამი ტელევიზიისგან განსხვავებით, 25 ნოემბრის აქცია ტელეკომპანიების „კავკასიისა“ და „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა იყო. „მაესტრო“ თავის დღის საინფორმაციო გამოშვებაში აქციიდან პირდაპირ ჩართვებსაც ახორციელებდა.

სივილ ჯორჯია
წყარო: http://www.civil.ge/geo/article.php?id=23398

ახალი ამბები