კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვიქტორ დოლიძე: „ოცდაათლარიან შემწეობას 6500-მდე დევნილი ვეღარ მიიღებს“

29 ნოემბერი, 2010
ოცდაათლარიან შემწეობას თბილისში 6500-მდე დევნილი ვეღარ მიიღებს. ამის შესახებ  საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია „ჩვენი თბილისისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მდგომარება დედაქალაქში კიდევ უფრო მძიმდება. აღნიშნული კატეგორიისათვის, 6500 სოციალურად დაუცველი ადამიანისთვის, რომლებიც ამავე დროს დევნილები არიან, დღეში 72 თეთრი იყო გათვალისწინებული. უკვე 2 თვეა, გაურკვეველი მოტივაციით, ამ თანხის გამოყოფაც აღარ ხდება დედაქალაქის ბიუჯეტიდან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საჩივრით ასამდე მოქალაქემ მიმართა საკრებულოს.

პრესკონფერენციაზე ვიქტორ დოლიძემ ასევე ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელთა დაფინანსება და გადაწყვეტა მომავალი წლის ბიუჯეტში „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივების შედეგად მოხდება. მან აღნიშნა, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივით, საკრებულომ მხარი დაუჭირა მცირე ბიზნესის ხელშეწყობის შესახებ პროგრამულ წინადადებებს და 2011 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში ამ მიზნით გამოყოფილია 5,2 მილიონი ლარი.

ვიქტორ დოლიძის თქმით, ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი პროგრამის განხორციელებაში, სრულყოფილი დებულებების შემუშავებაში და პროგრამის მონიტორინგში.

ასევე, „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივით, სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახების წევრებისთვის მშობიარობა 2011 წელს იქნება უფასო. ამ კატეგორიაში შედიან ის პირები, რომელთაც 100000-დან 200000-მდე სარეიტინგო ქულა გააჩნია.

ვიქტორ დოლიძის განცხადებით, გადაწყვეტილია, ასევე უსინათლოთა გამყოლებისათვის საქალაქო ტრანსპორტით უფასო მგზავრობის საკითხი. მიღწეული შეთანხმებით, ქალაქის მერის ფონდიდან, რომლის მოცულობა 2 მლნ ლარს შეადგენს, თანხები დაიხარჯება თბილისელების რეფერალური და ურგენტული მკურნალობის ხარჯების დასაფარად და აღნიშნულის მონიტორინგიც „ჩვენი თბილისის“ მიერ განხორციელდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები