კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოჩხომური სოფელს წალეკვით ემუქრება

29 ნოემბერი, 2010
ჩხოროწყუს სოფელ გარახაში მდინარე ოჩხომურის ნაპირზე, მეწყერსაშიშ ზონაში, ოთხ ოჯახს საგანგებო მდგომარეობაში უწევს ცხოვრება. ცოტა ხნის წინ გადაუღებელმა წვიმებმა   საკარმიდამო ნაკვეთები ჩამორეცხა და მეწყერი საცხოვრებელ სახლებს 8-10 მეტრში მიუახლოვდა.

მოსახლეობის ინფორმაციით, ყაზბეგის ქუჩის ამ მონაკვეთს მდინარე ოჩხომური 20 წელზე მეტია, საფრტხეს უქმნის. ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივებმა ყველა ინსტანციას მიმართეს, ვისაც დახმარება შეეძლო. თხოვნა ასე თუ ისე სრულდებოდა, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩებოდა. გასულ წელს მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თაოსნობით, ადგილობრივმა საგზაო სამშენებლო კომპანიამ მდინარის კალაპოტის შესაცვლელად ნაპირსამაგრი სამუშაო დაიწყო. გაკეთდა რამდენიმე მეტრი გაბიონი, მაგრამ ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია.

„ახალი გაბიონის მშენებლობა ისეთ ადგილზე შეწყვიტეს, რომ მდინარის წყალი ახლა უფრო მეტი ძალით რეცხავს სწორედ იმ ნაპირს, რომელიც საგანგებო ზონაში გვაქცევს ექვს ოჯახს. ხოლო ოთხ ოჯახს საცხოვრებელი სახლების წალეკვით ემუქრება. კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, ვიდრე გვიანი არ არის, მოგვხედონ. იქნებ სახლები მეწყერს გადაურჩეს“, - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი ზაირა რუხაია.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თაოსნობით დაწყებული ნაპირსამაგრი სამუშაოები მეწყერსაშიში ზონის შეცვლას ითვალისწინებს. პროექტი არასაკმარისად  ფინანსდება, შესაბამისად,  ორ ეტაპად დაყოფილი სამუშაოების პირველი ეტაპიც ბოლომდე ვერ დასრულდა. გათვალისწინებული 208 მეტრი გაბიონის ნაცვლად 141 მეტრი გაკეთდა და სამუშაოებიც შეჩერდა.

„როგორც კი საშუალება გამოჩნდება, ნაპირსამაგრი სამუშაოები განახლდება. ყველაფერი გაკეთდება, რათა მეწყერსაშიშ ზონაში მყოფი ოჯახების საცხოვრებელ სახლებს საშიშროება არ დაემუქროს“, - ამბობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ შელია.

ინგა გვასალია, სამეგრელო 

ახალი ამბები