კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მე მიყვარს ჩემი პოლიცია“

30 ნოემბერი, 2010

„მე მიყვარს ჩემი პოლიცია“ - ამ სათაურით თემები რუსთაველმა მოსწავლეებმა ნოემბრის ბოლომდე უნდა დაწერონ. „ეს დავალება რუსთავის რესურს–ცენტრისგან ინტერნეტით მივიღეთ. ყველა კლასი არის ჩართული, თუმცა ჩვენ არ ვაძალებთ ბავშვებს. დაწერენ თუ არა, მათ სურვილზეა დამოკიდებული. ბავშვები ხომ იცით – ზოგადად, უჭირთ თემების წერა. დაბალი კლასის მოსწავლეები ამ თემაზე ნახატებს ამზადებენ. მათ ნაწერებს და ნახატებს ჩვენ რესურს ცენტრში წავიღებთ“, - საუბრობს რუსთავის #1 სკოლის სამოქალაქო განთლების პედაგოგი ელენე ნარიმანიძე.

რა სახის პრიზით დაჯილდოვდება საუკეთესო თემის ავტორი, არავინ იცის.

„მე, პირადად, არც მიყვარს და არც მძულს პოლიცია. ზოგადად, ჯობდა დაევალებინათ პოლიციაზე დაგვეწერა ჩვენი აზრი. ახლა, როცა სათაურად გვაძლევენ - „მე მიყვარს ჩემი პოლიცია“, რაღა დავწერო?! სინამდვილეში, ხომ არ მიყვარს მე პოლიცია?!“ – ეს მე-11 კლასელი ლადოს კომენტარია, რომელიც სავარაუდოდ ამ თემას არ დაწერს.

მისი თანაკლასელი კი გვიხსნის, რომ საუკეთსო თემის ავტორი შეიძლება საატესტატო გამოცდებისგან გაანთავისუფლონ: „ასე ამბობენ. ეს თუ სიმართლეა პოლიციაზე ისე დავწერ, როგორც მსოფლიოს მერვე საოცრებაზე“.

საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ ადასტურებს რუსთავის მე–11 სკოლის დირექტორი. „ეს ჩვეულებრივი კონკურსია, რომლის გამარჯვებულიც, ალბათ, სიგელით დაჯილდოვდება. ჩემი სკოლის მოსწავლეები არ არიან შორს პოლიციისგან. ისინი ახალი სამმართველოს დასათვალიერებლადაც გვყავდა წაყვანილი. ნახეს, როგორ ხდება ირაღის დაშლა და აწყობა. ასე, რომ მათ საკუთარი აზრი აქვთ პოლიციაზე“, - ამბობს მე-11 სკოლის დირექტორი გიორგი შეყილაძე.

პირად საუბრებში მშობლები და პედაგოგები ამბობენ, რომ დავალება სახელად „მე მიყვარს ჩემი პოლიცია“ კონკრეტულად რომელი უწყებიდან მოდის, არავინ იცის.

სავარაუდოდ, გამარჯვებული საკონკურსო თემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, კიდევ ერთი, საპიარო ხასიათის მასალა გახდება. 

მანონ ბოკუჩავა, პრესა.გე

ახალი ამბები