კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თავისუფალი დემოკრატები“ დასრულებული სისხლის სამართლის საქმეების შესწავლას იწყებენ

30 ნოემბერი, 2010

„თავისუფალი დემოკრატები“ საქართველოში უკანონო პატიმართა გამოვლენის მიზნით, დასრულებული სისხლის სამართლის საქმეების შესწავლას იწყებენ.

ამ პროცესს პირადად პარტიის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს, რომელიც 10 წელი სტრასბურგის სასამართლოში მსგავსი ტიპის საქმეებზე მუშაობდა.

როგორც წულუკიანმა 30 ნოემბერს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველი პატიმარი, რომელსაც „თავისუფალი დემოკრატები“ უკანონო პატიმრად აცხადებენ, გვანცა ყუფარაძეა. მისი თქმით, ყუფარაძის საქმის საფუძვლიანმა შესწავლამ აჩვენა, რომ არც ერთი ინსტანციის სასამართლომ მაშინ არასრულწლოვანი გოგონას ბრალის საკითხი სათანადოდ არ გამოიკვლია და იგი დამნაშავედ ყოვლად დაუსაბუთებლად გამოაცხადა. როგორც წულუკიანი მიიჩნევს, ამ საქმეში ქართულმა სასამართლომ უპასუხისმგებლო საქციელი ჩაიდინა საკუთარი მომავლის წინაშე.

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა შეახსენა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ გვანცა ყუფარაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი და მას პრიორიტეტი აქვს მინიჭებული.

„ყუფარაძის საჩივარს გამარჯვების დიდი პერსპექტივა აქვს, ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას დროულად მოეგოს გონს და ამ პატიმრის შეწყალების გზას დაადგეს“, - აღნიშნა წულუკიანმა. თუმცა, როგორც ის მიიჩნევს, ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებისთვის ყუფარაძის შეწყალება არ არის მთავარი. არამედ, მთავარია მისი საქმის თავიდან განხილვა და სიმართლის დადგენა.

„თავისუფალი დემოკრატების“ მიერ შედგენილი იურიდიული დასკვნა გვანცა ყუფარაძის უკანონო პატიმრობის შესახებ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება. 14 წლის გვანცა ყუფარაძე 2006 წლის ნოემბერში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. მას მისჯილი აქვს ათწლიანი პატიმრობა, საიდანაც 5 წელი პირობით უნდა მოიხადოს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები