კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლადო გურგენიძესთან დავის შემდეგ გიორგი კოდუა საქართველოდან წავიდა

3 დეკემბერი, 2010
არაოფიციალური ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის შეფის ძმა, ბიზნესმენი გიორგი კოდუა საქართველოდან წავიდა.

გიორგი კოდუას საქართველოდან წასვლის ფაქტს არც კოდუების დედა ლაურა ღაჭავა უარყოფს, თუმცა ირწმუნება, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა გიორგი კოდუას სამსახურებრივ ინტერესებს უკავშირდება.

ამასთან, სად იმყოფება ამჟამად გიორგი კოდუა, ღაჭავა ვერ აკონკრეტებს.

„გერმანიაში კონფერენციაზე იყო და სიტყვით გამოსვლისას, როგორც ჩანს, გერმანელ ბიზნესმენებს მოეწონათ. როგორც ასეთი, საქართველოდან რომ სულ წასულიყო, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მისი ოჯახი ჩემთან არის. გიორგი კონსულტანტად წავიდა. შესაძლოა, სიტუაცია არ მოეწონოს და უკან დაბრუნდეს. ამ ეტაპზე რაც ვიცი, ისაა, რომ იგი ერთ კვირაში უნდა ჩამოვიდეს და შემდეგ ისევ თავის საქმეზე დაბრუნდეს“,- განუცხადა „პირველს“ ღაჭავამ და დასძინა, რომ მის ვაჟს „გასაქცევად საქმე არა აქვს“.

„პირველის“ ინკოგნიტო წყარო კი განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს.

„ეს ყველაფერი ცოტა ხნის წინ ყოფილი პრემიერ მინისტრის ლადო გურგენიძის „ლიბერთი ბანკსა“ და გიორგი კოდუას „სქაი-ჯორჯიას“ შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. „სქაი-ჯორჯიას“ 3 წელიწადში 25-მილიონიანი ვალი დაუგროვდა. ამის გამო კომპანიის ხელმძღვანელობამ 2010 წელს სცადა, თავი გადახდისუუნაროდ გამოეცხადებინა. თავად კოდუამ ყველაფერი კრიზისს დააბრალა, ხოლო ახალმა ინვესტორმა „ბელავიამ“ „სქაი-ჯორჯიას“ რეაბილიტაციაში 15 მილიონი ჩადო. რეაბილიტაციის მმართველის არჩევისას სასამართლომ უპირატესობა გურგენიძის „ლიბერთი ბანკს“ მიანიჭა. „სქაი-ჯორჯია“ აცხადებს, რომ ეს პროცესი დარღვევით წარიმართა - სასამართლომ ინვესტორების მხრიდან არჩეული მმართველი არ დაამტკიცა და უპირობო უპირატესობა ბანკს მიანიჭა, რომლის იურისტებს ავიაციის სფეროში არანაირი გამოცდილება არ გააჩნიათ. ამას არც თავად კოდუა მალავდა. სასამართლო კოდუას დაუპირისპირდა. არადა, კოდუა აცხადებს, რომ „ბელავიას“ შემოსვლის შემდეგ ავიაკომპანიამ ამოისუნთქა. შეიძლება, ითქვას, კოდუას ბიზნესი ისევე წაართვეს, როგორც „ელიტელექტრონიქსის“ დამფუძნებელს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ანზორ ქოქოლაძეს. თუმცა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, კოდუა დაჭერას გადაურჩა და ხელისუფლებას გაექცა. რაც შეეხება ღაჭავას განცახდებას, რომ მის ვაჟს საქმე დასაჭერად არა აქვს, ამ ლოგიკით, არც ქოქოლაძეს ჰქონდა საციხედ საქმე, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა იგი პატიმარია“,- განუცხადა „პირველს“ წყარომ, რომლის მონაცემებით, გიორგი კოდუა აფრიკაში წავიდა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები