კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერეკლე კოდუას ცოლისძმა პატიმრობიდან მეუღლის ფეხმძიმობის მოტივით გაათავისუფლეს

6 დეკემბერი, 2010
კრიმინალური პოლიციის შეფის მეუღლის ნანუკა ჟორჟოლიანის ძმასთან - მიშა ჟორჟოლიანთან ერთად დაკავებული ვლადიმერ დოლიძე პატიმრობაში დაუსაბუთებლად დატოვების მოტივით ქართულ მართლმსაჯულებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის.

როგორც „პირველს“ დოლიძის უფლებების დამცველმა მამუკა ნოზაძემ განუცხადა, დოლიძე პატიმრობაში დაუსაბუთებლად იმყოფება, რითაც ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე ნაწილი ირღვევა.

„აღნიშნული მუხლის თანახმად, ყველა პატიმარს, მოსამართლის მიერ შესაბამისი არგუმენტების არწარმოდგენის შემთხვევაში, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების უფლება ენიჭება. ჩვენ 5-ჯერ დავაყენეთ გირაოს შუამდგომლობა, მით უფრო, რომ დოლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ამის დასტურად სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც მოგვეპოვება, მაგრამ შუამდომლობა არც ერთხელ არ დაგვიკმაყოფილეს. აღნანიშნავია ისიც, რომ დოლიძესთან ერთად დაკავებული მიშა ჟორჟოლიანი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ „მეუღლის ფეხმძიმობის“ მოტივით გაათავისუფლა, რაც მართლმსაჯულების ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტია. რაც შეეხება დანარჩენ სამ დაკავებულს - დავით ბენიძეს, კონსტანტინე ჩაჩავას და ირაკლი ღლონტს, ისინი ჯანმრთელობის გაუარესების საფუძველზე გათავისუფლდნენ, მაშინ, როცა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა რეალურად მხოლოდ დოლიძეს გააჩნია, რომელსაც ღვიძლის და კუჭის სერიოზული პრობლემები აქვს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს გირაოს სახით ყველაზე დიდ თანხას - თავდაპირველად 10 000, შემდეგ კი 15 000 ლარს ჩვენ ვთავაზობდით. დანარჩენმა დაკავებულებმა კი ხუთ-ხუთი ათასი გადაიხადეს“, - აცხადებს მამუკა ნოზაძე, რომლის ინფორმაციით, საქმე სტრასბურგში უკვე გადაიგზავნა.

ადვოკატის მტკიცებით, ვლადიმერ დოლიძე პატიმრობისთვის „წინასწარ იყო განწირული და რეალურად მისი დისკრიმინაცია იმ კიდევ ერთი საქმის გამო ხორციელდება, რომელიც სტრასბურგმა უკვე განიხილა და გადაწყვეტილებას კი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს".

მისივე განმარტებით, საქმე ეხება რამდენიმე წლის წინანდელ ინციდენტს, როცა ვლადიმერ დოლიძე და მამამისი შალვა დოლიძე ბახმაროს ტყეში იარაღის გასროლის გამო ხულიგნობის ბრალდებით სრულიად უკანონოდ დააკავეს და გაასამართლეს.

„მას შემდეგ, რაც აღნიშნული საქმე სტრასბურგში წავიდა, მამა-შვილზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ხელისუფლებამ იცის, რომ სტრასბურგი დოლიძეებს გაამართლებს და ყველა ხერხს მიმართა, რათა მათ საჩივარი უკან გაეტანათ. უმცროსი დოლიძის პატიმრობაში დატოვებაც სწორედ ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდია. ამას სხვა ახსნა არა აქვს“, - განმარტავს ნოზაძე.  

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა განყოფილებამ აპრილის შუა რიცხვებში ვლადიმერ დოლიძესთან ერთად პოლიციის გენერალ-მაიორის, სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას ცოლისძმა მიშა ჟორჟოლიანი, ასევე თავდაცვის ყოფილი მინიტრის დავით კეზერაშვილის მეგობარი დავით ბენიძე ქუჩური გარჩევის დროს დააკავა. მათთან ერთად ასევე აიყვანეს ორი მეგობარი - კონსტანტინე ჩაჩავა და ირაკლი ღლონტი.

ხუთივე მათგანს აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 353-ე მუხლის მეორე პუნქტით (წინააღმდეგობა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) წაუყენეს, რაც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.  

ამ დროისთვის საქმე საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის სტადიაში, მტკიცებულებების წარდგენის ეტაპზეა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები