კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მსჯავრდებულებს ვიდეოპაემნის შესაძლებლობა მიეცემათ

6 დეკემბერი, 2010
მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, პატიმრობის კოდექსში ცვლილება შედის. კანონპროექტის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულებს ვიდეოპაემანის სახით შესაძლებლობა მიეცემათ  საზოგადოებასთან დამატებითი კონტაქტი იქონიონ.

კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის საზოგადოებაში ინტეგრაციას, დაეხმარება მას თავისუფლების აღკვეთის პერიოდში სრულად არ იყოს იზოლირებული საზოგადოებისგან და თავი მის სრულუფლებიან წევრად იგრძნოს. კანონპროექტით, ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება არ მიეცემათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს.

დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, იმ პირთა ჩამონათვალში, ვისაც აღნიშნული შეზღუდვა შეეხება, გარკვეული შესწორება და დაზუსტება უნდა შევიდეს, რათა მსჯავრდებულთა მიმართ სამართლიანობის პრინციპი არ დაირღვეს. კომიტეტმა და კანონპროექტის ინიციატორებმა გაიზიარეს დიმიტრი ლორთქიფანიძის  მოსაზრება და შეთახმდნენ, რომ საკითხის დაზუსტება მეორე მოსმენისთვის მოხდება.

კანონპროექტის ინიციატორები ლაშა თორდია და ანდრო ალავიძე არიან.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები