კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის მონიტორინგს განახორციელებს

8 დეკემბერი, 2010
ადამიანის უფლებათა ცენტრი ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის წინააღმდეგ სასამართლოს პროცესის მონიტორინგს განახორციელებს. საქმეს დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილი განიხილავს.

როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, საკრებულოს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გელა თეთრაული ჟურნალისტს პატივისა და ღირსების შეურაცხყოფისთვის უჩივის და მისგან 3 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

გელა თეთრაულის განცხადებით, ჟურნალისტმა არაერთხელ, უსაფუძვლოდ დაადანაშაულა საბიუჯეტო თანხების მითვისებაში.

ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი სარჩელს არ ცნობს და საჯარო მოხელის მოთხოვნებს უსაფუძვლოს უწოდებს.

„საქართველოში მოქმედებს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, რომელიც იმდენად ლიბერალურია, რომ ძალიან მცირე შანსები აქვთ საჯარო მოხელეებს ჟურნალისტების წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგონ. მითუფრო, რომ მოქმედი კანონმდებლობით მტკიცების ტვირთი ენიჭება მოსარჩელეს და არა მოპასუხეს. თუმცა, ეს არ აძლევს ჟურნალისტს უფლებას, რომ არასწორი ინფორმაციები გაავრცელოს საჯარო მოხელეზე. რაც შეეხება იმას, რომ საჯარო მოხელეების თქმით, ისინი წუხდებიან, როცა მის საქმიანობას ჟურნალისტი სისტემატიურად აკრიტიკებს, ეს პოზიცია არ შეიძლება იქნას გაზიარებული. მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო მოხელეებს თმენის ვალდებულება აკისრიათ. ადამიანის უფლებათა ცენტრი აპირებს განახორციელოს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესების მონიტორინგი“, - აღნიშნა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის კოორდინატორმა გელა მთივლიშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი     

ახალი ამბები