კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თურქეთმა საქართველოს გურამ გოგუას ექსტრადირებაზე უარი უთხრა

9 დეკემბერი, 2010
ქიბარ ხალვაშის ბიზნესპარტნიორის, „არტი ჯფუფის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, გურამ გოგუას ექსტრადირებაზე თურქეთის სასამართლომ საქართველოს პროკურატურას უარი უთხრა.

ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ გოგუას ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა დაუდასტურა და განმარტა, რომ თურქეთის სასამართლომ გოგუას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ბარათაშვილის განმარტებით, გოგუას ქართველი ადვოკატების გარდა თურქებიც იცავდნენ. დამცველებმა თურქეთის სასამართლოს წარუდგინეს მყარი მტკიცებულებები, რატომაც არ უნდა მომხდარიყო გოგუას საქართველოში ექსტრადირება.

ბარათაშვილის განმარტებით, წარუდგინეს დოკუმენტები, საიდანაც ჩანს, რომ გოგუა პოლიტიკური ნიშნით დევნილია, ასევე მტკიცებულებები მართლმსაჯულებაში დარღვევებთან და გოგუას უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.

მთავარი პროკურატურა კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები