კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აბონენტებმა პროტესტის ნიშნად თელავის საკაბელო ტელევიზიასთან ხელშეკრულებები შეწყვიტეს

9 დეკემბერი, 2010
თელავის საკაბელო ტელევიზიის მიერ, დაუსაბუთებელი მიზეზებით, ტელეკომპანიების „კავკასიისა“ და „მაესტროს“ მაუწყებლობის ტრანსლირების შეწყვეტის გამო, ასამდე აბონენტმა საკაბელო ტელევიზიასთან ხელშეკრულება პროტესტის ნიშნად შეწყვიტა.

საკაბელო ტელევიზია „გორდას“ წინააღმდეგ აქციას კონსერვატიული პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდნენ.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს კონსერვატორების წარმომადგენელმა გიორგი მოსიაშვილმა განუცხადა, ძალიან ბევრი აბონენტი პროტესტის ნიშნად სააბონენტო გადასახადს აღარ იხდის და დავალიანების დაფარვაზე იმ შემთხვევაშია თანახმა, თუ „გორდა“ „მაესტროს“ და „კავკასიის“ ტრანსლირებას აღადგენს.

თელავის საკაბელო ტელეკომპანია „გორდას“ თელავში 5 ათასამდე აბონენტი ჰყავს. აბონენტების პროტესთან დაკავშირებით ტელევიზიის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ თელავის საკაბელო ტელევიზიამ მაესტროს“ და „კავკასიის“ გადაცემების ტრანსლირება 29 სექტემბერს შეწყვიტა. „გორდას“ ხელმძღვანელობამ ტელეკომპანიების მაუწყებლობის ტრანსლირების შეწყვეტა ტექნიკური მიზეზებით ახსნა და არაერთი დაპირების მიუხედავად, ტრანსლირება დღემდე არ აღუდგენია.  „გორდას“ ხელმძღვანელობა უარს ამბობს თელავის დამოუკიდებელი ტელეკომპანია „თანამგზავრის“ ტრანსლირებაზეც.

ამასთან, თელავის საკაბელო ტელევიზიამ 25 - 26 ნოემბერს, როცა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხიც გათიშა. „გორდამ“ მეორე არხის ტრანსლირება 18 ნოემბერსაც შეწყვიტა, როცა „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ საინიციატივო ჯგუფი თელავში მხარდამჭერებს შეხვდა.

ცოტა ხნის წინ „გორდამ“ საკუთარი საინფორმაციო გამოშვების გაკეთება დაიწყო, რომელიც ეთერში კვირაში ორჯერ გადის. საინფორმაციო გამოშვება ძირითადად სამთავრობო ღონისძიებებს აშუქებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები